ადრეული ქორწინების ახალი შემთხვევა შიდა ქართლში – არასრულწლოვანთა მდგომარეობას უფლებადამცველები იკვლევენ

სტატიები
111 ნახვა

არასრულწლოვანი წყვილის ნიშნობაზე სოციალურ ქსელში ახალი კადრები ვრცელდება. ნიშნობის ცერემონიალი შედარებით მოკრძლაებულია, თუმცა ამ შემთხვევაშიც უფროსი თაობაა ჩართული პროცესში და მოზარდებს ტრადიცილ წეს-ჩვეულებებს გადასცემს, რომელიც ამ შემთხვევაში თითოეულის უფლებებს ლახავს.

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგელები და უფლებადამცველები შესაბამის უწყებებს ფაქტების შესწავლისკენ მოუწოდებენ და მსგავსი შემთხვევების აღკვეთისთვის, სათანადო რეაგირებას სთხოვენ.

ლექსო მერებაშვილი – იურისტი

მსგავსი შემთხვევები ბოლო პერიოდში სოციალური ქსელით ხშირად ვრცელდება. რამდენიმე კვირის წინ ერთ-ერთი ფაქტიც გახმაურდა, რაც ოჯახის წევრებმა არ დაადასტურეს და წვეულებას დაბადების დღე უწოდეს. ადგილობრივების ინფორმაციით, აღნიშნულ თემში განსხვავებული წეს-ჩვეულებები აქვთ და მათ წინაშე სამართალდამცავები ვერაფერს ხდებიან.

მასალა მომზადებულია “ქართული მედია ჯგუფის” პროექტის – “შიდა ქართლში ადგილობრივი ქალებისა და გოგონების, როგორც თემის ლიდერების გაძლიერება” ფარგლებში, რომლის მხარდამჭერია შვედური არასამთავრობო ორგანიზაცია, “სამოქალაქო უფლებადამცველები.” მასალის შინაარსზე პასუხისმგებლები არიან მხოლოდ ავტორები. მასში გამოთქმული ყველა მოსაზრება შესაძლოა არ ემთხვეოდეს CRD-ს ოფიციალურ პოზიციებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.