ამბულატორიის გახსნას და მოსაცდელის მოწყობას ვითხოვთ – ხვითის მოსახლეობა მერიას მიმართავს

სტატიები
102 ნახვა

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხვითში მოსახლეობა ამბულატორის გახსნას ითხოვს. ადგილობრივების თქმით, არაერთი მოთოვნის მიუხედავად პრობლემა ამ დრომდე მოუგვარებელია.

ჩვენი სოფელი გამყოფ ხაზთან მდებარეობს, პრობლემა ის არის, რომ სოფელში არ არის ამბულატორია, განსაკუთრებით პრობლემებს მოხუცები აწყდებიან, უჭირთ გადადგილება, როგოც მეზობელ სოფელში ისე მუნიციპალურ ცენტრში. მიუხედავდ არაერთი მოთხოვნისა, სოფელს ამდრომდე არ აქვს ამბულატორია”,-ამბობს ადგილობრივი, ანი ქერდიკაშვილი.

ხვითში მოსახლეობას მოსაცდელის საკითხიც აწუხებს. ანი ქერდიკაშვილის განმარტებით, ნალექიანი ამინდების დროს ტრანსპორტის გაჩერების ადგილას გაჩერება გაუსაძლისია.

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელი ხვითი ლამისყანის ადმინისტერაციულ ერთეულში მდებარეობს, სადაც 150 კომლია რეგისტრუირებული, თუმცა მუდმივი მაცხოვრებელიო – 80 ოჯახია.

გიორგი ჭიქინაშვილი

ლამისყანის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი ამბობს, რომ ამბულატორიის საკიტხზე კომპეტენტურ პირებთან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს, რაც შეეხება მოსაცდელის გადახურვას, გიორგი ჭიქინაშვილი ამ საკითხის მოგვარების შესაძლებლობას სოფლის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობის უმრავლსეობის მხარდაჭერით ხედავს.

მასალა მომზადებულია “ქართული მედია ჯგუფის” პროექტის – “შიდა ქართლში ადგილობრივი ქალებისა და გოგონების, როგორც თემის ლიდერების გაძლიერება” ფარგლებში, რომლის მხარდამჭერია შვედური არასამთავრობო ორგანიზაცია, “სამოქალაქო უფლებადამცველები.” მასალის შინაარსზე პასუხისმგებლები არიან მხოლოდ ავტორები. მასში გამოთქმული ყველა მოსაზრება შესაძლოა არ ემთხვეოდეს CRD-ს ოფიციალურ პოზიციებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.