არასრულწლოვანთა ნიშნობა შიდა ქართლში – ოჯახის წევრები საჯარო სკოლაში მუშაობენ

სიახლეები სტატიები
220 ნახვა

15-16 წლის მოზარდებს ნიშნობის ცერემონია გადაუხადეს. ერთ-ერთი მათგანის ოჯახის წევრები საჯარო სკოლის თანამშრომლები არიან. წვეულების ამსახველ ფოტო-ვიდეო მასალას სოციალურ ქსელში სტუმრები ავრცელებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით ადგილობრივები ხელისუფლების და სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლების მხრიდან გააქტიურებას და შესაბამისი ზომების მიღებას ითხოვენ. მათი თქმით, შესამაბისი კანონის ამოქმედების მიუხედავად არასრულწლოვანთა ქორწინების ფაქტები ისევ ხშირია და ამ პროცესში თავად ოჯახის უფროსი წევრები მონაწილეობენ.

ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ გოგონას დბადების დღე გადაუხადეს და სხვა საჩუქრებთან ერთად მას ბეჭდებიც აჩუქეს.

“დაბადების დღე გადავუხადეთ და სტუმრებს შორის იყვნენ მისი მეგობრებიც. შეიძლება ვინმეს მოსწონს კიდეც, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბავშვის უფლებები დავარღვიოთ და ძალით გავათხოვოთ. ბევრი საჩუქარი მიიღო და შეიძლება ვინმემ ბეჭედიც აჩუქა. ის კადრები ინტერნეტში ალბათ ჩვენმა მტრებმა გაგვივრცელეს. ჩაერიოს თუნდაც ექსპერტიზა, ბავშვი ოჯახშია და ხელუხლებელია. 18 წლის, რომ გახდება მერე თვითონ გადაწყვეტს როდის გათხოვდება. ჩვენი მხრიდან არანაირი ძალადობა არ იქნება.”

feminism.ge საგანმანათლებლო რესურსცენტრსაც დაუკავშირდა, რომლის წარმომადგენელი არასრულწლოვანთა ნიშნობის ფაქტის შესახებ ინფორმირებული არ არის.

მასალა მომზადებულია “ქართული მედია ჯგუფის” პროექტის – “შიდა ქართლში ადგილობრივი ქალებისა და გოგონების, როგორც თემის ლიდერების გაძლიერება” ფარგლებში, რომლის მხარდამჭერია შვედური არასამთავრობო ორგანიზაცია, “სამოქალაქო უფლებადამცველები.” მასალის შინაარსზე პასუხისმგებლები არიან მხოლოდ ავტორები. მასში გამოთქმული ყველა მოსაზრება შესაძლოა არ ემთხვეოდეს CRD-ს ოფიციალურ პოზიციებს.

1 thought on “არასრულწლოვანთა ნიშნობა შიდა ქართლში – ოჯახის წევრები საჯარო სკოლაში მუშაობენ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.