ახალგაზრდებს მიწის დამუშავება აღარ უნდათ, ისევ მოხუცები ვწვალობთ – სვეტლანა გურგენიძე

ბლოგი
116 ნახვა

მე ვარ სვეტლანა გურგენიძე, 73 წლის. ვცხოვრობ სოფელ კეხიჯვარში (ქობესაანთ უბანში), მეუღლესთან ერთად. სოფელში ცხოვრება რთულია განსაკუთრებით მოხუცებულობის პერიოდში, პირობები გვაქს მოწყობილი არ გვიჭირს წყალი, გაზი, დენი, გაზი ეს პრობლემები ჩვენს სოფელში მოგვარებულია. თუ რამე გვჭირდება მე და ჩემ მეუღლეს გვეხმარებიან შვილები,შვილიშვილები მარტო არგვტოვებენ. ხშირად წნევები გვაწუხებს, პანდემიის პერიოდიც რთულად გადავიტანეთ, მაგრამ ღვთის წყალობით ახლა კარგად ვგრძნობთ თავს.

დღეს ცხოვრება ძალიან გაჭირდა,ახალგაზრდებს მეტად რთულ პერიოდში უწევთ ცხოვრება,მშობლები გაჭირვებით  ასწავლიან, ამთავრებენ სასწავლებლებს, მაგრამ სამსახურს ვეღარ პოულობენ. უმაღლესებს ამთავრებენ და მუშაობას მაღაზიებში იწყებენ ან იქაც ვერ მუშაობენ და სოფლიდან მიდიან ქალაქში სამუშაოდ. ვისურვებდი ჩვენს ქვეყანაში მეტი სამუშაო პირობები შეიქმნას, იზრუნოს მთავრობამ ახალგაზრდებზე. როცა ქვეყანაში ახალგაზრდებს უჭირთ მოხუცებზე ვინღა იზრუნებს. ადრე სხვა დრო იყო. როდესაც ახალგაზრდები ვიყავით და მერეც, სამუშაო პირობები იყო, ვმუშაობდით. მეურნეობები იყო, ყველა ნასწავლი თუ არ იყო და კაბინეტებში არ ისხდნენ, ისე იყვნენ დასაქმებულები და შრომაც მეტად იყო დაფასებული. ეხლა ხელფასებიც არაა, წვალობენ ახალგაზრდები მუშაობენ და კაპიკები აქვთ. დღეს აღარც მეურნეობებია და საკუთარ ბაღებსაც არ ამუშავებენ, ისეთი თაობა მოდის ბაღში მუშაობა არავის უნდა, ცუდი მიდრეკილებების თაობა წამოვიდა, მეტი ყურადღება სჭირდებათ.

ჩემი მეუღლე ხშირად ესწრება სოფლის კრებებს, მე იშვიათად. მოთხოვნები და პრობლემები ბევრი გვაქვს, მაგრამ ყველაზე მეტად გვინდოდა მწოლიარე პატრულის გაკეთება, თუმცა სამწუხაროდ უარი მოგვივიდა. ჩემმა მეუღლემ ხელმოწერებიც შეაგროვა მაგრამ მაინც უარი გვითხრეს. ვიმედოვნებ სამომავლოდ მაიც გაკეთდება. ხშირია ავარიები, ახალგაზრდები თვითონაც შავდებიან და სხვებსაც საფრთხეს უქმნიან. გზის პირზე ვცხოვრობთ და ყოველთვის შიში მაქვს ავარიების. ვიდეოკამერებს არ დაგვიყენებენ, მაგრამ მწოლიარე პატრული მაინც გაკეთდეს. ეხლა სკვერის გაკეთება დაიწყება, დაგვპირდნენ რაც ძალიან გამიხარდა,ახალგაზრდებს სჭირდებათ გასართობი, სოფელში ბავშვები არიან და ნამდვილად სჭირდებათ სკვერი. კარგი იქნებოდა აქამდეც გაკეთებულიყო, ბევრჯერ მოითხოვეს სტადიონიც,თუმცა ადგილი ვერ შეირჩა. ახალგაზრდებს სოფელში სხვა გასართობი არაფერი აქვთ და ხშირად სხვა სოფელში დადიან. ჩვენ სოფელშიც თუ იქნება ძალიან კარგია, მივესალმები ამ პროექტის განვითარებას. ვიმედოვნებ მალე შეძლებენ ახალგაზრდები სკვერით სარგებლობას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.