“ბიდისის” დამფუძნებელმა, ნათია შათირიშვილმა გორში, სოციალურად დაუცველებს უმასპინძლა

სიახლეები
87 ნახვა

გორის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად  დაუცველი ადამიანები “ბიდისი” აკადემიის დაფუძნებელმა, ნათია შათირიშვილმა სააღდგომოდ ერთად შეკრიბა. ტკბილეულით, ხილით და სხვა სახის სააღდგომო ნობათით გაუმასპინძლდა და როგორც თავად ამბობს, ტრადიციულად, ერთი სადღესასწაულო თარიღი გაულამაზა.

მოწვეული სტუმრების უმრავლესობას მოხუცები შეადგენდნენ. მათი თქმით, არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, პროდუქტებს ვერ ყიდულობენ, რადგან პენსია მედიკამენტებისთვისაც არ ყოფნით.  ამიტომ მსგავსი სახის ყურადღებას დიდ დაფასებად მიიჩნევენ და ამ დღის ორგნიზატორების მიმართ მადლიერებას გამოთქვამენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.