“გამოდით და ჩაერთეთ სოფლის პროგრამების განხილვაში” – ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარე ქალებს მიმართავს

სიახლეები
151 ნახვა

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სოფლად მცხოვრებ ქალებს მიმართავს. ნინო ლიპარტელიანის ინფორმაციით, სოფლის პროგრამების განხილვაში ძირითადად მამაკაცები მონაწილეობენ, რის გამოც ქალთა საჭიროებებზე მსჯელობა ნაკლებია.

ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარე ქალებს გააქტიურებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ გენდერულად დაბალანსებული შეხვედრების დროს უფრო ნათლად გამოვლინდება სოფლის პრობლემები და თანხების ხარჯვაც მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტებისკენ არ იქნება მიმართული.

“ჩვენი საკრებულოს ვებ-გვერდზე არის ატვირთული სოფლის პროგრამის განხილვის ოქმები, დავინტერესდი და გადავხედე. აღმოჩნდა, რომ ჩემს მიერ წაკითხული 20 ოქმიდან, ქალთა ჩართულობა 2-3%-ში იყო. როგორც ჩანს ამ განხილვებს ძირითადად მამაკაცები ესწრებიან. არ დავუშვებ ასეთ უთანასწორობას, რომ მხოლოდ კაცებთან შეხვედრით გადაწყდეს სოფელს რა უნდა”, – აღნიშნა feminism.ge – სთან ნინო ლიპარტელიანმა.

ნინო ლიპარტელიანი ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე

მასალა მომზადებულია “ქართული მედია ჯგუფის” პროექტის – “შიდა ქართლში ადგილობრივი ქალებისა და გოგონების, როგორც თემის ლიდერების გაძლიერება” ფარგლებში, რომლის მხარდამჭერია შვედური არასამთავრობო ორგანიზაცია, “სამოქალაქო უფლებადამცველები.” მასალის შინაარსზე პასუხისმგებლები არიან მხოლოდ ავტორები. მასში გამოთქმული ყველა მოსაზრება შესაძლოა არ ემთხვეოდეს CRD-ს ოფიციალურ პოზიციებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.