გარემოს დაცვის თემაზე ირინა ხმიადაშვილის ნამუშევარმა კონკურსში გაიმარჯვა

სიახლეები
80 ნახვა

“ქართული მედია ჯგუფის” პროექტის მონაწილემ ირინა ხმიადაშვილმა კონკურსში გაიმარჯვა. მან ვიზუალიზაცია გრემოს დაცვის თემაზე შექმნა, რომელმაც ჟიურის მოწონება დაიმსახურა. მისი თქმით, ქვეყანაში დაბინძურების საკითხი მწვავედ დგას და არსებული კანონმდებლობის მიუხედავად მოქალაქეები ხშირად თავად უწყობენ ხელს ანტისანიტარიული გარემოს შექმნას. საკონკურსო ნამუშევარიც სწორედ ამ მიზნით მოამზადა და მოქალაქეებს ის შესაძლო შედეგები გაუზიარა, რაც ამ მხრივ გაუფრთილებლობას მოყვება.

“ქართული მედია ჯგუფის” ტრენინგები ჩემთვის არაერთი წარმატების საფუძველი გახდა. მათ შორისაა ეს კონკურსიც, სადაც ერთ-ერთი გამარჯვებული ვარ. ვიზუალიზაცია იძლევა საშუალებას ლაკონურად გადმოვცეთ სათქმელი და ეს ყველაფერი მონაცემებით ვაჩვენოთ. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ აუცილებელია გარემოს დაცვის თემაზე მოქალაქეების თვითშეგნების ამაღლებისთვის უფრო მეტი მუშაობა, იმისთვის, რომ მალე სავალალო შედეგების წინაშე არ აღმოვჩნდეთ”,-აღნიშნა ირინა ხმიადაშვილმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.