გორში, ადრეული ქორწინების ფაქტი გამოავლინეს     

სიახლეები
110 ნახვა

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ბავშთა დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილებამ, მუნიციპალიტეტში ადრეული ქორწინების ფაქტი გამოავლინა. უწყების განმარტებით, ადრეულ ქორწინებაში არსრულწლოვანი გოგონა იმყოფებოდა.

“განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან მივიღეთ ინფორმაცია, კონკრეტულად კი სიები შესასწავლად. ბავშვები იყვნენ განათლების მიღმა დარჩენილები, რა დროსაც ერთი ადრეული ქორწინების ფაქტი გამოვლინდა, ამის შემდეგ კი ფაქტის შესწავლა სამართლდამცველებმა დაიწყეს. მსგავსი ფაქტების შემთხვევაში მოქალაქეებს შეუძლიათ მერიის ბავშთა დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილებაში მოგვმართონ, თუნდაც ანონიმურად”,-ამბობს ბავშვთა ზრუნვისა და მხარდაჭერის განყოფილების ხელმძღვანელი დიანა ბერიძე

დიანა ბერიძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.