გორში, გენდერული თანასწორობის საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა

გალერეა
109 ნახვა

გორის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო წელს პირველად შეიკრიბა. ღონისძიება გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ გახსნა. საბჭოს წევრებისადმი სიტყვით მიმართვისას იმ პროექტებს შეეხო, რომლებსაც ადგილობრივი ხელისუფლება ახორციელებს გენდერული კუთხით.

ყურადღება გამახვილდა გენდერული ბიუჯეტისა და მომავალში დაგეგმილი ღონისძიებების მიმოხილვას. საბჭოს სხდომაზე დაისახა სამოქმედო გეგმის შემუშავებისთვის საჭირო ღონისძიებები.

საბჭოსთან მომავალში თანამშრომლობის მიზნით,სხდომას ესწრებოდა იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობის“ თავმჯდომარე იულია ხარაშვილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.