გორში მცხოვრებ მარინე ხოხაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება

სიახლეები
99 ნახვა

გორში მცხოვრებ მარინე ხოხაშვილს აქვს ფილტვის ავთვისებიანი სიმსივნე – მე-4 სტადია. მას საზოგადოების დახმარება სჭირდება.

“ორი თვის წინ შევიტყვეთ, რომ დაავადება პროგრესირდა და აღნიშნულის გამო ექიმმა შეუცვალა წამალი. მანამდე ვიყენებდით ტარცევას. ის სახელმწიფოს მხრიდან მთელი წლის განმავლობაში ფინანსდებოდა. ახლა სჭირდება – ტაგრისო, რომლის ღირებულება შეადგენს 14 000 ლარს. სახელმწიფოს მხრიდან ტაგრისო ფინანსდება მხოლოდ 1 კურსი. ამიტომ, ვითხოვთ დახმარებას”, – ამბობს შვილი, ლანა დემურიშვილი.

დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ მითითებულ ანგარიშის ნომერზე: საქართველოს ბანკი GE83BG0000000498585427 მიმღები: ლია დემურიშვილი (შვილი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.