გორში “მხარდაჭერის სახლის” ფილიალი გაიხსნა

ი.გ.ქ. ასოციაცია "თანხმობა" სიახლეები
95 ნახვა

გორში “მხარდაჭერის სახლის“ ფილიალის გახსნის ღონისძიება მოუეწყო. პროექტი დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ (ADA) და ხორციელდება Hilfswerk International-ის მიერ იძულებით გადაადგილებულ ქალთაასოციაცია “თანხმობა“, “საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია“, „საქართველოს სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრთან“ ერთად საქართველოში. შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მხარდამჭერი, ასევე განმახორციელებლი ორგანიზაციების წევრები ესწრებოდნენ.

“ღონისძიება იმართება პროექტის “მხარდაჭერის სახლი – მომსახურებები დღეგრძელთა ღირსეული ცხოვრებისთვის საქართველოსა და ბოსნია-ერცოგოვინაში“ფარგლებში. პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ხანდაზმულებისთვის შინმოვლის და ჯანსაღი დაბერების მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის ზრდას საქართველოსა და ბოსნია-ჰერცოგოვინაში, გააძლიეროს მათი მდგომარეობა საზოგადოებაში და უზრუნველყოს მათი უფლებების განხორციელება”,- აღნიშნა იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია “თანხმობას” ხელმძღვანელმა, იულია ხარაშვილმა.

იულია ხარაშვილი – იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაციის თავმჯდომარე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.