გუგუტიაანთკარელმა ახალგაზრდამ მარო მაყაშვილის სიმბოლური კუპიურა შექმნა

სიახლეები
196 ნახვა

გაეროს მოსახლეობის ფონდისა (UNFPA Georgia) და Avon-ის ინიციატივით შემუშავებული პროექტის ფარგლებში გრაფიკულმა დიზაინერმა, ანა გუგუტიშვილმა იმუშავა, რომელმაც მარო მაყაშვილის სიმბოლური კუპიურის დიზაინი შექმნა.

პროექტის იდეა ეროვნული გმირი ქალის, მარო მაყაშვილის გამოსახულებით სიმბოლური კუპიურის შექმნა იყო. რაც მთლიანობაში ორგანიზატორთა შეფასებით, გენდერული თანასწორობისკენ გადადგმულ მორიგ მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს.

“თავიდანვე ძალიან მოვიხიბლე ამ იდეით და ვიზუალური გადაწყვეტის სირთულით. მსგავსი ტექნიკით მქონია რამდენიმე ნამუშევარი შესრულებული, თუმცა აქ უფრო სერიოზული და საპასუხისმგებლო საქმე მელოდა. დიზაინი უნდა ყოფილიყო მაქსიმალურად მიახლოებული არსებულ კუპიურებთან და ამასთანავე, მათთან თანხვედრაში უნდა შეგვექმნა უნიკალური კომპოზიცია მარო მაყაშვილის პორტრეტით. კუპიურის ორივე მხარეს დატანილია მაროს ცხოვრებასთან და კუპიურის იდეასთან დაკავშირებული სხვადასხვა გამოსახულებები. დიზაინზე მუშაობის პროცესი იყო ძალიან საინტერესო და სასიამოვნო ჩემთვის, რადგან, როდესაც მოგწონს იდეა და ჩანაფიქრი რაზეც მუშაობ, გამორიცხულია საბოლოო შედეგმა არ გაამართლოს,“ – აღნიშნა ანა გუგუტიშვილმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.