დევნილი ქალებისთვის დემოკრატიის თემებზე სატრენინგო კურსი დაიწყო

გალერეა
100 ნახვა

ქალის როლი დემოკრატიის განვითარებასა და თემის გაძლიერების პროცესში – ეს იყო ძირითადი საკითხები, რაზეც “ქართული მედია ჯგუფის” პროექტის ფარგლებში დევნილ ქალებთან პირველი ტრენინგი ჩატარდა. შეხვედრას დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულები ქეთევან ბებიაშვილი და მარიკა მღებრიშვილი უძღვებოდნენ.

“ფონდი ტასოს” მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში პირველი შეხვედრა უკვე შედგა, სადაც პროექტის გუნდმა ქალთა უფლებადამცველებს სატრენინგო პერიოდი და შეხვედრის თემები გაცნო. 4 თვიანი სატრენინგო კურსის გავლის შემდეგ დევნილი ქალები ტრენინგებს თავადვე ჩაატარებენ საკუთარ დასახლებებში და მიღებულ ცოდნას სხვა ქალებსა და ახალგაზრდულ ჯგუფებსაც გაუზიარებენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.