დევნილი ქალები მშვიდობის დღის აღსანიშნავად ემზადებიან

სიახლეები
153 ნახვა

21 სექტემბერს, 13:00 საათზე კარალეთის დევნილთა დასახლების სკვერში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, იძულებით გადაადგილებული პირები შეიკრიბებიან. მშვიდობის დღის აღსანიშნავად ისინი საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს სიმბოლურად თეთრ ბუშტებს, სამშვიდობო გზავნილთან ერთად გაუშვებენ.

“ჩვენ მშვიდობა გვინდა” და “მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს” – ეს იქნება მთავარი შეტყობინება, რითიც იძულებით გადაადგილებული ქალები საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს მყოფ მოსახლეობს მიმართავენ.

შეხვედრის მონაწილეები არსებულ რეალობს შეაფასებენ და შერიგების/ნდობის აღდგენის შესახებ საკუთარ ხედვებს გააჟღერებენ, მას სამოქალაქო საზოგადოების წევრები და საოკუპაციო ხაზის სოფლებში მცხოვრები გოგონები და ქალებიც შეუერთდებიან.

________________________________________________________________________________________

21 სექტემბერი მშვიდობის საერთაშორისო დღედ გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ, 1981 წელს დაწესდა და მას შემდეგ მსოფლიოში ყოველწლიურად აღინიშნება.

ამ თარიღის მთავარი მიზანია მშვიდობის, როგორც ცივილიზაციის სიკეთის გააზრება, ომი კი – მისი დანაშაული!

მშვიდობის საერთაშორისო დღე – ეს არის გლობალური მოწოდება, ცეცხლის და ძალადობის შეწყვეტისთვის; რადგან ადამიანები დაფიქრდნენ ომის საშინელებებზე და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის საჭიროებაზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.