დევნილ ქალებს ტრენერებად გადაამზადებენ, რომლებიც დემოკრატიის კლუბებს უხელმძღვანელებენ

სიახლეები
731 ნახვა

”ქართული მედია ჯგუფი“ დემოკრატიის და მშვიდობის მშენებლობით დაინტერესებულ გოგონებსა და ქალებს (18 წლიდან) დევნილთა დასახლებებიდან (მოხისი, თელიანი, მეტეხი, კარალეთი, ბერბუკი, სკრა, ხურვალეთი, საქაშეთი, ვერხვები, შავშვები) დემოკრატიის კლუბების ლიდერებად იწვევს.

შერჩეულ აპლიკანტეთან შეხვედრებს კვალიფიციური ტრენერები გორში, დემოკრატიის სკოლის შენობაში მოაწყობენ და ტრენერებად გადაამზადებენ.

ტრენინგები 4 თვის განმავლობაში გაიმართება შემდეგ თემებზე:

  • დემოკრატიის როლი ქვეყნის განვითარების პროცესში

  • რელიგია და დემოკრატია – სტერეოტიპები ამ კონტექსტში

  • ქალის როლი და შესაძლებლობები დემოკრატიულ გარემოში, არსებული გენდერული სტერეოტიპები, მათი დაძლევის გზები , ქალების როლი პოლიტიკაში და არსებული გამოწვევები.

  • დეზინფორმაცია და რუსეთის პროპაგანდა, ქალის როლისა და მისი შესაძლებლობების განვითარების წინააღმდეგ.

  • ქალის როლი მშვიდობის მშენებლობის პროცესში, არსებული შესაძლებლობები და სახალხო დიპლომატიის მნიშვნელობა.

დევნილთა თითოეულ დასახლებაში შეირჩევა თითო ლიდერი გოგონა/ქალი, რომლებიც დევნილთა დასახლებებში, გახსნილ დემოკრატიის კლუბებს უხელმძღვანელებენ. კურსის გავლის შემდეგ 10-ვე მონაწილეს “დემოკორატიის კლუბის ლიდერის” დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცემა.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ შეავსონ სპეციალური სააპლიკაციო ფორმა: https://forms.gle/HEXTMRdexX6EyRDx8

კითხვების შემთხვევაში დარეკეთ ნომერზე: 568 00 91 19

აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა: 2022 წლის 20 აგვისტო.

პროექტი ხორციელდება “ქართული მედია ჯგუფის” მიერ, “ფონდი ტასოს” მხარდაჭერით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.