მთავარი ბლოგი დრო ხომ არ “გავფლანგეთ”, რის მიხედვით ვირჩევთ პროფესიას? – ანა სვიანაძე

დრო ხომ არ “გავფლანგეთ”, რის მიხედვით ვირჩევთ პროფესიას? – ანა სვიანაძე

by GMG

შესაძლოა თუ არა ადამიანმა თავისი კარიერული ცხოვრების განმავლობაში რამდენიმე პროფესიას დაეუფლოს?! რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს სამეცნიერო კვლევების ჩატარების საფუძველზე დადგინდა, რომ ადამიანს შეუძლია ცხოვრებაში რამდენიმე ათეულ პროფესიას დაეუფლოს.

პროფესიის არჩევისას ყველაზე მთავარი არის გავითვალისწინოთ, რომ ადამიანის თვითშეფასება დამყარებულია ორ მთავარ ფაქტორზე: ეს არის გარემო – სოციალური ოჯახური პირობები და მეორე უმთავრესი არის, რასაც აკეთებ, რამდენად კმაყოფილი ხარ ამით.

ცხოვრებაში ბევრი კრიზისი გვაქვს ხოლმე. მათგან ყველაზე დიდი და რთულად გადასალახი პერიოდია როცა მოზარდი 18 წლის ასაკს მიაღწევს, პროფესიის შესწავლას დაიწყებს და შემდეგ ეწყება ფიქრები, შიშები, როგორიცაა “დრო გავფლანგე” ,” ის არ ვისწავლე, რაც მე მინდოდა , ” ვერ მივაღწიე საკმარისს” ბევრს ემართება ასეთი განცდები. მინდა გითხრათ, რომ თუ რაიმე ახლის შესწავლით ხარ დაკავებული დაკარგული დრო არ არსებობს და პირობითია. პროფესიული ცხოვრების თავიდან დაწყება არასდროს არის გვიანი. მოზარდი ხშირად ექცევა ხოლმე უფროსი ადამიანების გავლენის ქვეშ ან თვითონვე წარმოდგენილი აქვს რომ მის მიერ არჩეული პროფესია არის მისთვის ნამდვილად სასურველი. დაიწყებს სწავლას და აღმოაჩენს, რომ სულაც არ არის მისთვის მიმზიდველი და ინერციით აგრძელებს სწავლას. რაც გვაინტერესებს, დამეთანხმებით, რომ მხოლოდ კონსპექტით არ დავკმაყოფილდებით და დამატებით ლიტერატურას მოვიძიებთ. შესაბამისად, ადამიანი ყველაზე სრულყოფილად განვითარებული მაშინაა რომელი საქმის კეთებაც სიამოვნებს.

შესაძლოა, რა ფაკულტეტზეც სწავლობ არ იწვევს შენში დაუშრეტელ ლტოლვას და სურვილს ბოლომდე გაცნობისას და საბოლოოდ ამ პროფესიის დაუფლებისას, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ცოდნა და გამოცდილება აუცილებლად გამოგვადგება ბევრ რამეში.  მთავარია, პროფესიის გამოცვლა და სიახლის შესწავლა არ დაგეზაროს და იმ ნამდვილი სურვილების მიყოლისა, რომლებიც გულით გინდა გააკეთო.

თვითაქტუალიზაცია  დგება მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როცა ადამიანს თავისი საქმე აქვს და ამ საქმის კეთება ანიჭებს განსაკუთრებულ ბედნიერებას.

ხანდახან არის ხოლმე ” ვადაგასული” ოცნებებიც, რომ შეიძლება ადამიანი მოცეკვავეობაზე ოცნებობდეს და ვერ გახდეს პროფესიული მოცეკვავე, რადგან ასაკი არ უწყობს ხელს, მაგრამ სწორედ ამ დროსაც კი შესაძლებელია ამ ძველ ოცნებას გაუსინჯო გემო და სამოყვარულო კურსებზე იარო. აღსანიშნავია, რომ პროფესიების უმეტესობა არ არის ასე იოლად ვადაგასასვლელი და ადამიანს ყოველთვის აქვს შანსი იცხოვროს საუკეთესო ვერსიით.

როგორც უმეტეს აბიტურიენტს, მეც სხვადასხვა გამოწვევის წინაშე ვიყავი. ერთდროულად რამდენიმე ერთმანეთისგან დამოუკიდებელი პროფესია მიზიდავდა და მიჭირდა გადაწყვეტილების მიღება, თუ რომელი იყო ჩემთვის მეტად საინტერესო. მიუხედავად იმისა, რომ საბუნებისმეტყველო საგნების სწავლა ჩემთვის კომფორტის ზონას წარმოადგენდა, დიპლომატიური (ჰუმანიტარული) საგნებიც არანაკლებ მიზიდავდა. ამიტომ ჩავაბარე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. არჩევანის სისწორეში ყოველდღიურად ვრწმუნდები, აღნიშნული დისციპლინა, რომელიც ახალი და ამავდროულად ძალზე სწრაფად მზარდია საქართველოში და საგრძნობლად იხვეწება კანონები და სერვისები, ჩემი, როგორც ჯანდაცვის მუშაკის ხედვების რეალიზაცია ვფიქრობ, ქვეყანაზე დადებითად აისახება და წარმატებულ რეფორმებს მოუტანს. ჯანდაცვა ფართო სფეროებს აერთიანებს, მათგან ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, როგორც აღვნიშნე, პოლიტიკა. ჩემი მიზანია, როგორც ჯანდაცვის ექსპერტმა ჯანდაცვის სისტემების მოწყობის, მართვის საკითხების, ორგანიზაციისა და მენეჯმენტის საფუძვლიანად სწავლების, ანალიტიკური აზროვნების განვითარების და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაღრმავების ფონზე შევძლო მოსახლეობის საჭიროების შესწავლა, შეფასება და შესაბამისად სწორი და უწყვეტი ჯანდაცვის სერვისების მიწოდება მოსახლეობისთბის. ვფიქრობ, ასეთი ხედვით, შევძლებთ ახალ მომავალ თაობას მიეცეთ ყველანაირი საშუალება, რათა სურვილი ჰქონდეთ საქართველოში  ცხოვრებისა და ერთად უკეთესი ქვეყანა შევქმნათ.

ანა სვიანაძე

სტუდენტი

About Author

დაკავშირებული პოსტები