ლიახვის ხეობიდან დევნილი ეკა ოქროპირიძე დღეს უნიკალურ ნივთებს ქმნის. ეს ხელსაქმე მისი ბავშვობისდროინდელი ოცნება არ ყოფილა, თუმცა დროთაგანმავლობაში გამოვლენილი შესაძლებლობების შედეგად დარწმუნდა, რომ თავს ყველაზე კომფორტულად სწორედ ამ საქმეში გრძონობს. თერაპიით დატვირთული სფერო ახლა მისი ერთგვარი შემოსავლის წყაროა, რომლის განვითარებას ეკა სამომავლოდაც ფიქრობს. მანამდე კი დაინტერესებულ პირებს მისი ნამუშევრების ნახვა სოციალურ ქსელში, სხვადასხვა გვერდის საშუალებით შეუძლიათ, რომელთაგან ყველაზე გამორჩეული, მომხმარებლისთვის “ეკოს საყელოებია”.
ეკა, პირველ რიგში გვითხარი როდიდან აღმოაჩინე საკუთარ თავში ეს შესაძლებლობა, რითი დაიწყე და რა დაგეხმარა ამ ხელსაქმის განვითარებაში?
-ყოველთვის მქონდა სურვილი შემექმნა რაიმე ახალი ჩემი ხელით, რითაც ფერების თამაშს გამოვიყენებდი, ისე, რომ ძალიან შთამბეჭდავი ყოფილიყო ჩემი ნახელავი. ეს თავდაპირველად პატარაობიდანვე ხატვით გამოვხატე, როგორც ყველა ბავშვმა. შემდეგ დაახლოებით მე-11 კლასში გავბედე და ქარგვას შევეჭიდე – ვეფხისტყაოსნის თემით. 2022 წლიდან კი გადავწყვიტე საყელოები შემეკერა. თუ როგორ გამომეჭრა თითოეული მოდელი, ორი კვირა ვიფიქრე და მშრალი ხელსახოცით გამოვჭერი თარგები. იმდენად მომეწონა გადავწყვიტე შემეკერა და გამელამაზებინა სამოსი. რაც ნამდვილად ელეგანტურს ხდის სამომსს. ამ ყოვოლივეს არ დავჯერდი და ჩემი შესაძლებლობები მოვსინჯე ეპოქსიდზეც. დავიწყე “ბრელოკების” და დომინოების დამზადება. რა თქმა უნდა აქაც, ჩემი ფერთა შეხამება მიტაციბდა. ფერებით თამაში ჩემი ოცნებაა, რაც მუდამ მიბიძგებდა გავმხდა რიყავი ფერმწერი. მგონი ავისრულე ეს ოცნება ნაწილობრივ. ჩემ თავში მუდამ სიახლის ძიებაში ვარ და გამიტაცა ასევე ლენტით ქარგვამაც. ესეც რა თქმა უნდა ფერების სიმფონიას მიქმნის, როდესაც ჩემი ხელით ვქმნი თითოეულ ყვავილს, ფოთოლს და ყვავილის კოკორს, უზომოდ ბედნიერი ვარ ჩემს სამყაროში და ვცდილობ ჩემი სულის გამოძახილი გამოვფინო და ვაჩვენო ყველას ჩემი შემოქმედებით.
კონკრეტულად რას ამზადებ, რა გჭირდება ამისთვის, რამდენი დღეა საჭირო ერთი ჩვეულებრივი ნივთის დასამზადებლად საშუალოდ და ბავშვების პირობებში როგორ
ართმევ თავს ამ ყველაფერს?
-როგორც აღვნიშნე ვქარგავ მულინეს ძაფებით, ვკერავ საყელოებს, ვამზადებ “ბრელოკებს” და დომინოებს და ვქარგავ ლენტით ყვავილებს. ყოველივე ეს ნამდვილად დიდ ენერგიას და ფინანსურ მხარეს საჭიროებს. იმდენად დიდი შინაგანი მოთხოვნილება მაქვს შექმნა ახალი, რომ ვერ ვჩერდები. საკმარისია დრო გამოვნახო პატარების ხელში, რომ მაშინვე ვიწყებ მუშაობას. მაგალითად ეპოქსიდით მუშაობაზე დიდი დრო არ მჭირდება, ერთ დღეში დავამზადებ, შესაბამის პირობებში. ასევე, საყელოებიც, შეკვეთების შემთხვევაში ერთ დღეში ვუმზადებ სასუ რველ მოდელებს. აი, ქარგვა კი, გააჩნია , თუ ლენტით ვქარგავ შეიძლება ორ-სამ დღეში, ან ხუთ დღეში დავასრულო. ხოლო რაც შეეხება მულინეთი ქარგვას, თვეები ვუთმობ დროს, რომ ჩემს ნამუშევარს ფრთები შევასხა. პატარების ხელში, ნამდვილად რთულია ამდენი რამის კეთება, მაგრამ ჩემი საქმისადმი უსაზღვრო სიყვარული ამ ყველაფერს მაძლებინებს.
ეს არის შენთვის ალბათ ერთგვარი თერაპია, საყვარელ საქმეში განტვირთვა, თუმცა ვიცი რომ ეს წამოწყება ბიზნესადაც აქციე და ონლაინ გიკავშირდებიან დაინტე რესებული პირები, ძირითადად რაზე აქვთ მოთხოვნა, რა აღმოჩნდა შენ მიერ შექმნილ ნივთებში ყველაზე მოდური, გაყიდვადი და ა.შ.?
-გეთანხმებით, ნამდვილად დიდი თერაპიაა ჩემი სა ყვარელი საქმის კეთება. ამ დროს ჩემს ფერად და სიყვარულით სავსე სამყაროში ვარ, ძალიან თავისუფალი, შევქმნა ის, რაც მინდა, როგორც მინდა და რა ფერიც მინდა. შემდეგ როცა ვხედავდი, რომ ჩემი ნამუშევრით პირველ რიგში მე ვიყავი კმაყოფილი და შემდეგ ჩემი მეგობრები და ნათესავები, გადავწყვიტე შემექმნა ცალ-ცალკე ფეისბუკ-გვერდები. თავდაპირველად იმ, მიზნით, რომ შეეფასებინა საზოგადოებას ჩემი საყელობი, გადავწყვიტე გამეცნო მკერავთა ჯგუფისთვის, რადგან მათი, როგორც პროფესიონალების შეფასება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ნამდვილად დიდი გამოხმაურება და საოცარი შეფასებები მოჰყვა მათი მხრიდან. ზოგისგან რჩევებიც მივიღე და სიამოვნებით გავითვალისწინე. შემდეგ უკვე გადავწყვიტე გასაყიდად და შეკვეთების მისაღებად შემექმნა გვერდი. ვიღებ შეკვეთებს მათ აღფრთოვანებას და კმაყოფილი მომხმარებლების მიმოწერასაც ვურთავ ხოლმე შეკვეთილი საყელოების ფოტოებსაც. ეს მიმართულება ნამდვილად იქცა ჩემს პატარა ბიზნესად. შემდეგ “ბრელოკების“ და დომინოების დამზადებით გავამრავალფეროვნე ჩემი პაწია ბიზნესი. ნამდვილად მყავს კმაყოფილი მომხმარებლები ამ მხრივაც. ზოგჯერ შერჩევაც გასჭირვებიათ შეძენისას.

როგორ აპირებ ამ საქმის განვითარებას, შემდგომი ნაბიჯების გადადგმა რა იქნება?
-ყოველთვის მინდა ვიყო კრეატიული, რათა მომხმარებელმა ინტერესი არ დაკარგოს ჩემი შემოქმედების მიმართ. განვითარებას და ახალი ნაბიჯების გადადგ მას სჭირდება თანხა, რათა შესაძლებლობა მომეცეს საკუთარი სახელოსნოს გახსნისა, (ცალკე ფართს ვგულისხმობ), სადაც თან ნახავენ და თან შეიძენენ სასურველ ნივთს ჩემი მომხმარებლები და შევიძენდი ასევე ახალ მომხმარებლებსაც.დასასრულს, მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს მომხმარებლებს, რადგან ნამდვილად მომცეს სტიმული შემექმნა უფრო მეტი. ჩემი შემოქმედება ვფიქრობ უნიკალურია იმით, როგორც ყველა ხელოვანი ადამიანსა, რომ არის გამორჩეული (მაგალითად ეპოქსიდით მუშაობის შემთხვევაში, რადგან ზუსტად მისი მსგავსი ნივთის დამზადება შეუძლებელია და ეს ხდის მას განსაკუთრებულს.