ექიმი კარდაკარ დადის -შიდა ქართლის სოფლების ნაწილს ამბულატორიის არარასებობა აწუხებს

სტატიები
106 ნახვა

ამბულატორიები და მასთან დაკავშირებული პრობლემები შიდა ქართლის ზოგიერთ სოფელში ერთ-ერთ აქტუალურ საკითხს წარმოადგენს. ამ თემაზე სოფლად მცხოვრებმა ქალებმა პროექტის  ,”შიდა ქართლში ადგილობრივი ქალებისა და გოგონების, როგორც თემის ლიდერების გაძლიერება” ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს. ადგილზე არსებული პრობლემური საკითხები მათ სამხარეო ადმინისტრაციის ხემძღვანელის მოადგილეს, სიმონ გულედანს გააცნეს.

“სოფელში (ხაშურის მუნიციპალიტეტი სოფელი ხცისი) არის შენობა, სადაც განთავსებულია მერის წარმომადგენლობა და ამბულატორია, ეს შენობა რეაბილიტაციას საჭიროებს, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ სივრცეში შეუძლებელია ნორმალურად სამედიცინო სერვისების მიღება, რადგან შენობა დაზიანებულია,” ამბობს მერი ქარელიშვილი.

ამბულატორიის საკითხი აწუხებთ კასპის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ სოფელში. აქ შენობა საერთოდ არ არსებობს და მოსახლეობას ამ სერვისის მისაღებად შორი მანძილის გავლა უწევს.

“სოფელში (კასპის მუნიციპალიტეტი სოფელი ხვითი) არ არის ამბულატორია. პირველადი ჯანდაცვის სერვისების მისაღებად მოსახლეობას მუნიციპალურ ცენტრამდე უწევტ ჩასვლა, ამის გამო განსაკუთრებით პრობლემებს ხანდაზმულები  და ბავშვიანები აწყდებიან”,-ანა ქერდიკაშვილი.

ამბულატორიის მოსაწყობად მცირე ფართის გამონახვას ითხოვენ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდისწყაროშიც. შექმნილი ვითარების გამო ოჯახის ექიმს პაციენტებთან სახლში ვიზიტი ცალ-ცალკე უწევს.

“სოფელში  (ხაშურის მუნიციპალიტეტი სოფელი კლდისწყარო) არის ამბულატორია, შენობა დგას, “სოფლის ექიმიც” მოდის, მაგრამ არ არის ინვენტარი,  შენობაში არაფერი არ დგას, იქნებ ვისაც შეუძლია მიიტონოთ იმათ ყურამდე, რომ დადგან ერტი მაგიდა და სკამი მაინც,”აღნიშნა სოფია  ლობჟანიძე.

სამედიცინო პუნქტის პრობლემა დევნილ მოსახლეობასაც აწუხებს. სამედიცინო დახმარების მისაღებად მეზობელ სოფელში გადაადგილებას ტრანსპორტის საკითხიც ართულებს.

“არ გავქვს ამბულატორია, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხის დევნილთა ჩასახლებაში, მ,ეზობელ სოფელში გვიწევს გადასვლა, არ დადის ტრანსპპორტი ხშირად, ამიტომ ვიღაცას უნდა ჩავუსხათ საწვავი, რპმ ამბულატპორიამდე მივიდეთ, დასახლების დიდ ნაწილს არ აქვს ამის საშუალება,  ეს არის ადგილობრივების სურვილი, რომ გაიხსნას ამბულატორია, არის დასახლებაშ შენობა სადაც ამისი განთავსება შეიძლება”,-განმარტავს ალიონა ნუკრაძე.

შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში გამრთულ შეხვედრაზე  ამბულატორის პრობლემაზე ისაუბრა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წაღვლისა წარმომადგენელმა მელანო ტალახაძემაც, გუბერნატორის მოადგილის სიმონ გულედანის თქმით, რეგიონში ამბულატორიებთან დაკავშირებული პრობლემები მისთვის ცნობილია.

“ეს არის საკითი, რომელიც დამუშავების პროცესშია, შესაძლოა ამბულატორიების რეაბილიტაცია მოხდეს ცენტრალურ ან ადგილობრივ დონეზე”,-აღნიშნა სიმონ გულედანმა.

ხელისუფლების წარმომადგენელთა განმარტებით, ამბულატორიის მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხი მოსახლეობის რაოდენობაზეა დამოკიდებული. რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული ამ მხრივ მცირეკონტიგენტიან სოფლებთან დაკავშირებით, როგორც გუბერნიაში ამბობენ, ეს ზემდგომ უწყებებში განსახილველი საკითხია, რაზეც ადგილობრივ ხელისუფლებას მხოლოდ შუამდგომლობის დაყენება შეუძლია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.