თანასწორ – განმანათლებელთა შესარჩევი კონკურსი გორელი ახალგაზრდებისათვის

სიახლეები
52 ნახვა

ასოციაცია “ჰერა XXI” აცხადებს თანასწორ – განმანათლებელთა შესარჩევ კონკურსს გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის. პროექტის მონაწილეები გაივლიან UNESCO-ს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით შემუშავებულ თემატურ სესიებს რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ, ასევე TOT მეთოდოლოგიურ ტრენინგს თანასწორ – განმანათლებლებისთვის.

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდას; 16 – დან 18 წლამდე სკოლის მოსწავლეს; 18 წლიდან 24 წლამდე სტუდენტს; პროექტის საბოლოო ეტაპზე სულ შერიჩევა 12 თანასწორგანმანათლებელი, რომლებიც ჩაატარებენ სასწავლო – საინფორმაციო სესიებს გორის მუნიციპალიტეტში არსებულ სასწავლო დაწესებულებებში. სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/kqxym9z5mqohj5kC8

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 18 ივნისი. პროექტი ხორციელდება ასოციაცია “ჰერა XXI” – ის და გორის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის თანამშრომლობით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.