კასპის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან ნაგვის ურნების დადგმას ითხოვენ

სტატიები
89 ნახვა

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კოდისწყაროში ადგილობრივები ნაგვის ურნების განთავსებას ითოვენ. მათი თქმით, დაბინძურებული გარემო ამ სოფელში ცხოვრებას ურო მეტად გაუსაძლს ხდის.

სოფელს ემსახურება მანქანა, ნარჩენების გასატანდ, მაგრამ კვირაში ერთხელ მოდის, მოსახლეობა იძულებულია პოლიეთილენის პარკებით, ნარჩენები გარეთ დატოვოს, ასე გროვდება ნაგავი რამდენიმე დღე, პირდაპირ კატასტროფაა. სოფლის მოსახლეობა ფიქრობს, რომ აუცილებელია ნაგვის ბუნკერების განთავსება, ეს ჩემთან საუბრისას არაერთხელ ახსენეს”,- ამბობს “ქართული მედია ჯგუფის” პროექტის მოანწილე კოდისწყაროდან, ხატია ბულბულაშვილი.

კოდისწყაროში მუდმივად დახლოებით ორასი ადამიანი ცხოვრობს. კოდისწყაროს ადმინისტრაცოიულ ერთეულში შედიან სოფლები: ზადიანთკარი, ზემო რენე, ნიგოზა, სარიბარი, ქვემო რენე, ყარაფილა, ჩობალაური

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.