კასპში, გენდერის მიმართულებით, სპეციალური ჯგუფი იმუშავებს

სიახლეები
116 ნახვა

კასპის მუნიციპალიტეტში სპეციალური სამუშაო ჯგუფებიშეიქმნა, რომელიც უშუალოდ გენდერულ საკითხებზე იმუშავებენ. ამ დროისთვის მერიის თანამშრომლების ინფორმაციით, შესაბამისი კონსულტაციები მიმდინარეობს. ასევე ზუსტდება იმ ქალების რაოდენობა მუნიციპალიტეტში, რომლებიც მოწყვლად ჯგუფებს წარმოადგენენ.

“ამჟამად მიმდინარეობს კონსულტაციები, სამოქმედო გეგმის ღონისძიებებიდან გამომდინარე სამუშაო ჯგუფებში, რომლებიც კონკრეტულად გენდერის საკითხებზე იმუშავებენ, ასევე ქალთა და ხელმოკლე ოჯახების საჭიროებებზე, რომელიც გადის სწორედ ქალთა პრობლემებზე, მრავალშვილიან ოჯახებზე, მარტოლხელა დედებისა და ბავშთა პრობლემებზე, ასევე დისკრიმინაციაში მყოფ და მარტოხელა დედების საჭიროებებზე”, – ამბობს გენდერული საბჭოს წევრი თინა გეჯაძე.

კასპის მუნიციპალიოტეტში გენდერული საბჭოს ახალი შემადგენლობა 2022 წლის 28 იანვარს დამტკიცდა. საბჭოში სულ 13 წევრია. კასპის მუნიციპალიტეტში გენდერული საბჭოს გეგმა პირველად 2018 წელს შემუშავდა. დამტკიცა როგორც საბჭოს პირვველი შემადგენლობა, ისე მისი დებულება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.