კასპში, ცემენტის მტვერი გვკლავს – ადგილობრივები ყურადღებას ითხოვენ

სიახლეები
189 ნახვა

კასპში მოქალაქეები, ხელისუფლებას ეკოლოგიური მდგომარეობით დაინტერესებას და შესაბამისი ზომების მიღებას სთხოვენ. მათი განმარტებით, ფილტრები, რომლებიც ცემენტის ქარხანაში დააყენეს პრობლემას ვერ აგვარებს და ფილტვებით დაავადებულთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. ადგილობრივი მაია მარღიშვილი არსებული მდგომარეობის ამსახველ ვიდეოს ავრცელებს და აცხადებს, რომ მათი ჯანმრთელობა საფრთხეშია, რაზეც პასუხისმგებელი საქართველოს მთავრობაა. კასპელები ხელისუფლებას დაპირებებს ახსენებენ და ყურადღებას ითხოვენ.

“სარეცხი ვერ გაგვიფენია, ფანჯრებს ვერ ვაღებთ, უმეტასად ასეთი მდგომარეობაა კასპში, ბავშვების ეზოში გაშვებას ვერიდებით, რომ დაბინძურებულმა ჰაერმა მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას, ქალქში სუნთქვა შეუძლებელია და ეკოლოგიური მდგომარეობა მძიმეა”-ამბობს მაია მარღიშვილი.

კასპის ცემენტის ქარხანა

მასალა მომზადებულია “ქართული მედია ჯგუფის” პროექტის – “შიდა ქართლში ადგილობრივი ქალებისა და გოგონების, როგორც თემის ლიდერების გაძლიერება” ფარგლებში, რომლის მხარდამჭერია შვედური არასამთავრობო ორგანიზაცია, “სამოქალაქო უფლებადამცველები.” მასალის შინაარსზე პასუხისმგებლები არიან მხოლოდ ავტორები. მასში გამოთქმული ყველა მოსაზრება შესაძლოა არ ემთხვეოდეს CRD-ს ოფიციალურ პოზიციებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.