კოდისწყაროში ტრანსპორტის დანიშვნას ითხოვენ

სიახლეები
88 ნახვა

კასპის მუნიციპალიტეტში კოდისწყაროს მოსახლეობა სოფლიდან ადმინისტრაციულ ცენტრამდე სამგზავრო ტრანსპორტის დანიშვნას ითხოვს. ადგილორივების თქმით, იმისთვის, რომ სამედიცინო, საბანკო მომსახურება მიიღონ ცენტრალურ მაგისტრალამდე ფეხით 2 კილომეტრის გავლა უწევთ, საიდანაც შემდეგ შესაძლებელია ტრანსპორტით ისარგებლონ.

“ჩვენთვის დიდ სირთულესთანაა დაკავშირებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის საკითხი. ეს განსაკუთრებით ნალექიან ამინდებშია უფრო მეტად აქტუალური. გავდივართ სოფლიდან ფეხით დახლოებით 2 კმ მანძილს ველოდებით შემდეგ ქალაქთან დამაკავშირებელ ტრანსპორტს. უკან დაბრუნებისას ისევ ფეხით გვიწევს სახლამდე მისასვლელი გზის გავლა”,-ამბობენ ადგილობრივები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.