მეტეხის დასახლებაში მცხოვრები დევნილები ამბულატორიის გახსნას ითხოვენ

სიახლეები
116 ნახვა

მეტეხის დევნილთა დასახლებაში იძლებით გადაადგილებული პირები სამედიცინო დაწესებულების გახსნას ითხოვენ. მათი განმარტებით, პანდემიის პირობებში, ამბულატორიის არ არსებობა დასახლებაში ცხოვრებას უფრო მეტად გაუსაძლის ხდის.

დევნილების ინფორმაციით, ამბულატორიის გახსნა არაერთხელ მოითხოვეს,თუმცა უარს მათივე თქმით მოსახლეობის სიმცირის მიზეზით ეუბნებიან.

“პატარა რაღაც რომ გვჭირდება იძულებულები ვართ მეზობელი სოფლის ამბულატორიაში წავიდეთ. განსაკუთრებით მოხუცებს უჭირთ გადადგილება. პატარა ექიმის კაბინეტი, რომ მაინც იყოს კარგი იქნებოდა ჩვენი დასახლებისთვის. ამბულატორიის გახსნაზე უარს მოსახლეობის სიმცირის გამო გვეუბნებიან”, – ამბობს ადგილობრივი, ალიონა ქურდაძე.

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხის დევნილთა კომპაქტურ დასახელბაში 34 კომლი ცხოვრობს. ისინი ძირითადად პატარა ლიახვის ხეობის სოფელ ჭარებიდან არიან. საკუთარი სახლების დატოვება მათ 2008 წელს, აგვისტოს ომის შემდეგ მოუწიათ.

მასალა მომზადებულია “ქართული მედია ჯგუფის” პროექტის – “შიდა ქართლში ადგილობრივი ქალებისა და გოგონების, როგორც თემის ლიდერების გაძლიერება” ფარგლებში, რომლის მხარდამჭერია შვედური არასამთავრობო ორგანიზაცია, “სამოქალაქო უფლებადამცველები.” მასალის შინაარსზე პასუხისმგებლები არიან მხოლოდ ავტორები. მასში გამოთქმული ყველა მოსაზრება შესაძლოა არ ემთხვეოდეს CRD-ს ოფიციალურ პოზიციებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.