მეტეხის დევნილთა დასახლებაში სათემო ცენტრის ამოქმედებას ითხოვენ

სიახლეები
187 ნახვა

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, კასპის მუნიციპალიტეტში ჩასახლებული დევნილები სათემო ცენტრის ამოქმედებას ითხოვენ. მეტეხის დევნილთა დასახლებაში ამბობენ, რომ შენობები, რომლებიც დევნილობის პირველ წლებში სრული დატვირთვით მუშაობდა, დღეს უფუნქციოდაა დარჩენილი.

იძულებით გადაადგილებული პირები სხვადასხვა ინიციატივებს ასახელებენ, რომელთა განხორციელებაც, სწორედ აღნიშნული ცენტრების ამოქმედებას გულისხმობს. დევნილები ამ შენობაში ხელსაქმის კურსების წამოწყებას, ამბულატორის გახსნას ან სხვა ისეთი სივრცის მოწყობას ითხოვენ, რაც მათი თქმით, დევნილ მოსახლეობას უფრო მეტად გაააქტიურებდა.

მარიამ ქისტაური, მეტეხის დევნილთა დასახლებაში მცხოვრები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.