“მწოლიარე პოლიციელის” მონტაჟი, რომელსაც სოფელი ითხოვს, გუბერნიაში გავაჟღერე – ლიკა თოთლაძე

სიახლეები
103 ნახვა

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქობესანთუბანში, ადგილობრივები ე.წ მწოლიარე პოლიციელების დამონტაჟებას ითხოვენ. მოსახლეობა ამბობს, რომ ავტომობილები ხშირად გადაჭარბებული სისწრაფით დადიან, და საავარიო სიტუაციებს ქმნიან.

ქობესანთუბანში ე.წ პოლიეიების განთავსების საკითხი შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში, გუბერნატორის მოადგილესთან გამართულ შეხვედრაზე, “ქართული მედია ჯგუფის” პოროექტის მონაწილემ, ლიკა თოთლაძემაც დაყენა.

“პროექტის ფარგლებში საჭიროებების კვლევას ვატარებდი და აღმოჩნდა, რომ ადგილობრივ მოსახლეობას ე.წ. მწოლიარე პოლიციელის დამონტაჟება სურს. ამ საკითხზე მქონდა საშუალება გუბერნიაში მესაუბრა და ხელისუფლებისგან პასუხებიც მომესმინა. გუბერნატორის მოადგილის სიმონ გულედანის თქმით, სიჩქარის შემაკავებლების, ე.წ მწოლიარე პოლიციელების დამონტაჟება გარკვეულ სატნდარტებს უკავშირდება, რასაც შეისწავლიან და როგორც დაგვპირდა შეძლებისდაგვარად დაგვეხმარებიან”,-აღნიშნა ლიკა თოთლაძემ.  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.