პატარა მეურნეობიდან დიდ ბიზნესამდე – ნინო ნადირაძის გზა წარმატებისკენ

ბლოგი
177 ნახვა

ავტორი: ლიკა ომაძე

ნინო ნადირაძე,პროფესიით მუსიკოსი და ახლა უკვე მცირე მეწარმე, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფხვენისში ცხოვრობს. ნინოს წლების წინ იდეა ჰქონდა დაეწყო საკუთარი ბიზნესი და ჰქონოდა სტაბილური შემოსავლის წყარო,თუმცა არ იცოდა ამისათვის რა უნდა გაეკეთებინა. ერთ დღეს მის მობილურზე შემოსულმა ზარმა მისი ცხოვრება გარკვეულწილად შეცვალა და მისი წლების წინ დასახული გეგმების განხორციელება დაიწყო.


“სასათბურე ბიზნესის დაწყება 5 წლის წინ მინდოდა, თუმცა არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა, პირველად google – ში მოვძებნე ინფორმაცია თუ არსებობდა რაიმე, რომ მეცადა. ვნახე Facebook გვერდი, მოვიწონე და ველოდებოდი როდის დაიდებოდა სიახლეები. დევნილთა სამინისტრომ გამოაცხადა საგრანტო კონკურსი, დავრეგისტრირდი და ბიზნეს გეგმა დავწერე. 6 თვის განმავლობაში ველოდებოდი განხილვას და საბედნიეროდ გრანტი მოვიგე”.

ნინო ამბობს, რომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ქალების ჩართვა ბიზნესში და ფიქრობს,რომ საკუთარი მიზნების მისაღწევად მონდომებაა მთავარი.

“ქალების ჩართვა ბიზნესში ძალიან კარგი და მნიშვნელოვანია.როდესაც იწყებ საკუთარი იდეების განხორციელებას აფართოებ ბიზნესს, პოპულარული ხდება შენი ბაზარი, მნიშვნელოვანია, აწარმოო კარგი პროდუქტი შენს სფეროში, რაც ყველაზე მისასალმებელია“.


ნინოს ამ ეტაპზე საკუთარ ბიზნესში ქალები არ ჰყავს დასაქმებული,თუმცა სამომავლოდ ამ საკითხსაც განიხილავს.


“ამ ეტაპზე ქალები არ მყავს სასათბურე მეურნეობაში დასაქმებული, თუმცა ვფიქრობ გაფართოებას და მათი დახმარება აუცილებლად დამჭირდება


მისი წარმატების საიდუმლო, როგორც თავად ამბობს, მონდომება, მიზანსწრაფვა და სხვა
ქალების ჩართვის გაზრდაა.


“სხვა ქალებს ვეტყოდი რომ მეტი ინტერესით მოეკიდონ საკუთარ მიზნებს და აუცილებლად გაუმართლებთ. მეც ვერ წარმოვიდგენდი, მაგრამ ჩემი შრომა და მონდომება დაფასდა.”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *