• კვი. სექ 8th, 2024

“პროფესია გენდერის გარეშე” – კონკურსში გამარჯვებამ ამ მიმართულებით მუშაობის მოტივაცია მომცა – ქრისტინა სამნიაძე

ByGMG

მაი 12, 2023

გორის გენდერული თანასწორობის საბჭომ კონკურსი  გამოაცხადა,  თხრობით ნაწარმოებზე  ,,პროფესია გენდერის გარეშე’’, რომლის შესახებ ინფორმაცია სკოლამ მომაწოდა. საკონკურსო პირობების თანახმად,  ნამუშევარში ასახული უნდა ყოფილიყო ავტორის ხედვა, პროფესიებში გენდერული პრობლემების შესახებ. ჩვენი სკოლიდან 2-მა მოსწავლემ მივიღეთ მონაწილება, ორივე ნამუშევარი  დაიბეჭდა  ბროშურაში, რომელიც გენდერულმა თნასწორობის საბჭომ გამოსცა. ჩემმა ნამუშევარმა კი მეორე ადგილი დაიკავა, რამაც ძალიან გამახარა და კიდევ უფრო მეტი მოტივაცია მომცა.

ვფიქრობ, გენდერული საკითხების  მიმართულებით მომავალშიც აქტიურად გავაგრძელო მუშაობა და მსგავს ღონისძიებებში ჩავერთო. მიხარია, რომ ბევრი ბავშვი გაეცნობა ბროშურაში წარმოდგენილ   ნამუშევრებს. ჩვენი კლასიდან ალბათ ყველა ბავშვს მოუნდება წაიკითხოს რა დაწერა მათმა ორმა კლასელმა და იმედი მაქვს, პროფესიის არჩევისას აღარ იფიქრებენ, რომელი პროფესია შეეფერება ქალს და რომელი კაცს. 

ვეცადე ჩემს ხედვაში წინ წამომეწია ყველა ის პრობლემა, რომელიც ქალებს აქვთ, პარალელები გამევლო გასულ საუკუნესა და დღევანდელობას შორის, მინდოდა  მკითხველისთვის ნათელი ყოფილიყო გენდერული თანასწორობის მნიშვნელობა. 

საკონკურსო თემაში განხილვის ერთ-ერთ მაგალითად, სკოლაში ნასწავლი ოთარაანთ ქვრივის მებრძოლი ხასიათი წარმოვაჩინე, რომლის მსგავსი მოტივაცია დღეს, უმრავლესობას არ გააჩნია.

  • რა ქალის საქმეა ბოსტნის მოვლა, ვის გაუგონიაო

 “თუ არ გაუგონიათ, ეხლა გაიგონონო, — ამბობდა ოთარაანთ ქვრივი. ვითამ მე რითა ვარ ნაკლები აიმ  გოგიაზედ! მე რაღა ღვთისაგან შერისხული ვარ. რა ვუყოთ, რომ ის მამაკაცია და მე დედაკაცი. მითამ ჩემზედ წინ რით არის? იმასაც ორი ხელი და ფეხი აქვს და მეცაო. თუ ის ხელ-ფეხს ასაქმებს, მე რაღა დარდუბალა გადამკიდებია!.. რა საპყარი და დავარდნილი მე მნახესო!”

საუკუნის წინანდელი განწყობები დღესაც დღის წესრიგში დგას და იქნება ( დღესაც  უძრავი ქონების, მიწის მესაკუთრეთა ,უმრავლესობა სწორედ მამაკაცია) მანამ, სანამ ქალთა ემანსიპაციის გზაზე არ გაცნობიერდება ქალის ჩართულობის , მისი ხედვების ასახვის მნიშვნელობა საზოგადოებისთვის.

ყოველი სახელმწიფო საზოგადოებისაგან შედგება. საზოგადოებას კი ინდივიდები ქმნიან. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ყველა ინდივიდის სამოქალაქო, მაღალი პასუხისმგებლობა, რათა ღირებულებად იქცეს სოციალური  სამართლიანობა, რომელიც ვერ იარსებებს სხვა საკითხებთან ერთად, რეალური გენდერული თანასწორობის გარეშე.

მადლობა მინდა გადავუხადო ღონისძიების ყველა ორგანიზატორს, სკოლას და ამ კონკურსში ჩართულ პირებს. თემაზე მუშაობამ კიდევ ერთხელ დამანახვა, რამდენი სტერეოტიპი გვაქვს საზოგადოებაში, რომელიც ხშირად პრობლემა ისე ხდება, რომ გაცნობიერებულიც არ გვაქვს.

ქრისტინა სამნიაძე

კარალეთის ოთარ სუხიტაშვილის სახელობის

მე-2 საჯარო სკოლა, 8კლასის მოსწავლე    

About Author

By GMG