“პუტინი ფაშისტია”- რა წერია წერილში, რომელიც აგვისტოს ომის ფოტოგმირმა უკრაინაში გაგზავნა

სტატიები
104 ნახვა

82 წლის ციცინო ქუშაშვილის ოჯახის ფოტოებმა 2008 წელს, მსოფლიო მოიაცვა. გორში, კომბინატის დასახლების დაბომბვისას ნასხლეტებმა მისი შვილი, 42 წლის მაია ვაზაგაშვილი იმსხვერპლა, არასრულწლოვანი შვილიშვილი კი დაიჭრა, რის შედეგადაც სიარული ვეღარ შეძლო.

ვიწექით, დილა იყო, 10-ის რაღაც წუთები, პირველი ბომბი, რომ ჩამოვარდა სამხედრო ნაწილში, მაშინ წამოვხტით ყველა. მეორე ბომბი ეზოში ჩამოვარდა, იქ ქალები ისხდნენ. 5 წუთში 8 ქალი დაიღუპა. გარეთ გავცვივდით, ჩემმა მაიამ შვილს მოკიდა ხელი და დაბლა გაიქცა, სასწრაფო იყო მაშინ აქ და იქითკენ გავემართეთ. რკინის გარაჟები იყო და იმას დაეცა ბომბი. იმის ნამსხვრევებმა მომიკლეს შვილი და დამიინვალიდეს შვილიშვილი, ფეხში მოხვდა. დედა გადაეფარა შვილს, თვითონ თავში მოხვდა ბომბის ნამსხვრევი, ჩემს გივიკოს ფეხში. გივიკო დღესაც კოჭლობს”,- იხსენებს ციცინო ქუშაშვილი.

ციცინო ქუშაშვილი, მისი შვილიშვილი და გარდაცვლილი მაია ვაზაგაშვილი 2008 წელს.

2008 წლის მძიმე დღეების შემდეგ უკრაინაში განვითარებული მოვლენები ციცინო ქუშაშვილისთვის განსაკუთრებით ემოციურია. ამბობს, რომ უკრაინის კადრებმა მის მეხსიერებაში 13 წლის წინანდელი ტრაგედია გააცოცხლა, რამაც წერილის დაწერა გადააწყვეტინა.

ციცინო ქუშაშვილის წერილი უკრაინელ ხალხს.

ეს ის ოჯახია, რომლესაც 2008 წელს პუტინმა გივიკოს დედა, მაია ვაზაგაშვილი მოუკლა და თვითონ გივიკო წვერავა ინვალიდი დარჩა, პუტინი ფაშსტია, მშვიდობა უკრაინას, მშვიდობა საქართველოს, ღმერთი ფარავდეს ორივე ქვეყანას”, – წერია წერილში.

ციცინო ქუშაშვილი, გორის მკვიდრი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.