რას ცვლიან სოფლად მცხოვრები ქალები თემში, სამოქალაქო აქტივიზმით?

გალერეა
141 ნახვა

სოფლად მცხოვრები ქალების საჭიროებებსა და სამოქალაქო აქტივიზმში მათი ჩართვის მნიშვნელობაზე გორის დემოკრატიული ჩართულობის ცეტრში იმსჯელეს. 15 ოქტომბერს, სოფლად მცხოვრები ქალების დღეს, 2 ფილმის, “რას ცვლის ნარგიზა? და “მერი” ჩვენება მოეწყო, სადაც შიდა ქართლის რეგიონში, ეთინკური უმცირესობებისა და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ქალების მდგომარეობაა ასახული.

თავდაპირველად, ფილმების ავტორებმა, მომზადებული მასალების იდეასა და მიზნებზე ისაუბრეს, ფილმების პრეზენტაციის შემდეგ კი გამოკვეთილ საჭიროებებზე დისკუსია მოეწყო.

შეხვედრას ესწრებოდნენ პედაგოგები, სოფლად მცხოვრები ქალები, მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, მათ შორის იყო მერიის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წარმომადგენელი. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია ადგილობრივ დონეზე ხელისუფლებისთვის მუდმივი შეხსენება საკუთარი ვალდებულებების, მეორე მხრივ, კი განათლების სამინისტროს გააქტიურება მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლების მიმართულებით.

ფილმის ავტორებთან ერთად მოწვეული სტუმრები შეთანხმდნენ, რომ მათ მსჯელობას წერილობით სახეს მისცემენ და ამ სახით შესაბამის ორგანოებს მიმართავენ, ეთნიკურ უმცირესობებში ადამიანების უფლებების დაცვის გასაძლიერებლად, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში კი საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *