როგორ ამოვიცნოთ ყალბი ამბავი და რა გავლენას ახდენს ის ქალთა ცხოვრებაზე – ტრენინგი დევნილებთან

გალერეა
69 ნახვა

დევნილთა დასახლებების ლიდერ ქალებთან დღეს მოტიგი ტრენინგი გაიმართა თემაზე, დეზინფორმაცია და მისი გავლენები ქალთა ცხოვრებაზე. არსებულ გამოწვევებზე, პროპაგანდის შედეგებსა და მიზანმიმართულ ყალმბი ამბების კამპანიაზე დღეს გორის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულებმა, ნათია ომაძემ, გოგა აფციაურმა და მარიამ ბუჩუკურმა ისაუბრეს. ტრენერებმა პროექტის მონაწილეებს გამოცდილება გაუზიარეს და ინფორმირების მიღების მნიშვნელობასა და საზოგადოების როლზე გაამახვილეს ყურადღება.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, დღევანდელ ეპოქაში ინფორმაციის მოძიების, გადამოწმების და გავრცელების პრობლემა აღარაა, თუმც მნიშვნელოვანია მისი სანდოობა და მიზანის ამოცნობა. სწორედ ინფორმირებული საზოგადოება და სწორედ კრიტიკული მიდგომებია მნიშვნელოვანი, ამა თუ იმ საკითხის გავრცელებაში ჩართულობამდე.

პროექტის მონაწილეები კიდევ ერთ თემაზე გაივლიან სატრენინგო კურსს, რომელიც ქალის როლს დაეთმობა მშვიდობის მშენებლობის პროცესში, ყველა საკითხზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე კი მონაწილეები მიღებულ ცოდნას საკუთარ თემში სხვა ჯგუფებთან გაავრცელებენ.

პროექტი”ქართული მედია ჯგუფის” მიერ, “ფონდი ტასოს” მხარდაჭერით ხორციელდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *