“როგორ დავიწყოთ ბიზნესი” – კონკურსი გამყოფ ხაზთან მცხოვრები ქალებისთვის

სიახლეები
153 ნახვა

სასწავლო/ტრენინგ კურსში – “მეწარმეობის პრაქტიკული კურსი – როგორ დავიწყოთ ბიზნესი“ – მონაწილეობის მისაღებად შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, სსიპ ფინანსთა
სამინისტროს აკადემიასთან თანამშრომლობით, აცხადებს კონკურსს სასწავლო/ტრენინგ-კურსში “მეწარმეობის პრაქტიკული კურსი – როგორ დავიწყოთ ბიზნესი“ მონაწილეობის მისაღებად გამყოფი ხაზის სოფლებში მცხოვრები კონფლიქტის შედეგად დაზარალებული და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალებისთვის.

სასწავლო კურსის მიზანია მეწარმეობის შესახებ თეორიული ცოდნის ამაღლება და ბიზნესის წარმოების პრაქტიკული უნარების გაძლიერება.ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის, საჩხერის, დუშეთის, მესტიის, ონის, ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებს, ასევე ქვემო ქართლში და სამცხე ჯავახეთში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ქალებს, რომელთა ასაკი არის 18 წლის ზემოთ;”ვისაც სურს ბიზნესის დაწყება, აქვს მოტივაცია და გააჩნია ბიზნეს იდეა სასწავლო/სატრენინგო კურსი მოიცავს ინტერაქტიულ ლექციებს და პრაქტიკულ სავარჯიშოებს.

ტრენინგ კურსის თემები:

  • ბიზნესის არსი და მისი დაგეგმვა
  • ბიზნეს იდეის შემუშავება
  • ბიზნესის და პროდუქტის განვითარების ფაზები
  • ბიზნესის სახელის შერჩევა
  • ბაზრის ანალიზი
  • ბიზნეს-მოდელის შემუშავება
  • მოგების მარჟა და ნულოვანი წერტილის გამოთვლა
  • სტარტაპ ბიუჯეტი და დაფინანსების წყაროები

ტრენინგ -კურსის ფორმატი ითვალისწინებს მონაწილეთა შეფასებას. კურსის ბოლოს გაიცემა სერტიფიკატი. სერტიფიკატის მიღება დამოკიდებულია მსმენელის დასწრებასა და საბოლოო პრეზენტაციაზე.

კურსის ხანგრძლივობა – 22 საათი.
პერიოდი: 27 ივნისი – 15 ივლისი
ტრენინგის სამუშაო ენა – ქართული


კურსში მონაწილეობას მიიღებს 16 მსმენელი. ტრენინგები ჩატარდება ონლაინ რეჟიმში. კურსში მონაწილეობა უფასოა. კონკურსში მონაწილეების შერჩევა მოხდება ორ ეტაპად:
პირველი ეტაპი:
მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ CV (მოკლე რეზიუმე) და სამოტივაციო წერილი
(კურსში მონაწილეობის მოტივაცია და არსებობის შემთხვევაში, ბიზნეს იდეის მოკლე
მონახაზი)


მეორე ეტაპი:
გასაუბრება (შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას ონლაინ რეჟიმში)

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე და სამოტივაციო წერილი უნდა გადაგზავნონ press@smr.gov.ge – ზე. გთხოვთ, სათაურის (subject) ველში მიუთითოთ კურსის დასახელება – “როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 20 ივნისი, 2022 წელი

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ: 577 527799 (ლალი დევიძე); l.devidze@smr.gov.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.