როგორ უნდა ჩავერთოთ თემის განვითარებაში – ტრენინგი ომით დაზარალებული ქალებისთვის

სიახლეები
124 ნახვა

როგორ და რატომ უნდა ჩავერთოთ ქალები თემის განვითარებაში – ამ საკითხზე ომით დაზარალებულ ქალებს ტრენინგი ჩაუტარდათ. მოწვეულმა ექსპერტმა მორეტა ბობოხიძემ ადგილობრივი და უცხო ქვეყნის მაგალითები მიმოიხილა და ქალებს აქტივიზმის შესაძლებლობები და შედეგები გაუზიარა.

შეხვედრას  იძულებით გადააადგილებული და საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრები ქალები ესწრებოდნენ. მათ სხვა მოქალაქეებისგან განსხვავებით, როგორც თავადვე აღნიშნეს სხვა, დამატებითი საჭიროებები გააჩნიათ, რის გამოც საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩართვის რესურსი აღარ რჩებათ. ზოგიერთი მათგანი ამბობს, რომ ქალს ოჯახში იმდენად ბევრი მოვალეობა აქვს, რომ აქტიურ ცხოვრებას ფიზიკურად ვერ შეძლებს, თუმცა იყვნენ ქალები, რომლებიც ამავე დროს მრავალშვილიანი დედები არიან და სხვადასხვა აქტივობებშიც აქტიურად ახერხებენ მონაწილეობას.

“ძალიან საინტერესო და ინფორმაციული ტრენინგი იყო. ქალებმა უნდა მიიღონ აქტიურად მონაწილეობა ტრენინგებში, შეკრებებზე და დასახლებისთვის გამოყოფილი თანხების შედგენაში. ჩვენს ქვეყანაში მაინც არსებობს მოსაზრება, რომ ოჯახში მამაკაცია მთავარი, თუმცა ჩვენ უნდა ჩავუნერგოთ ახალ თაობას, რომ ქალი და კაცი თანასწორია, ორივეს თანაბარი უფლებები აქვს. ქალზე ძალადობა ისჯება კანონით, სად წერია ის, რომ მამაკაცს მეტი უფლებები აქვს ოჯახში? არსად, არც რელიგიურ წიგნებში და არც ისტორიის სახელმძღვანელოებში.  სწორედ ეს მანკიერი მიდგომები ათამამებს კაცს და ცდილობს დაჩაგროს ქალი. გენდერული თანასწორობა როგორც ტრენერმა გვითხრა, ბოლო კვლევების მიხედვით თანდათან მკვიდრდება საზოგადოებაში, თუმცა მდგომარეობა მაინც არასახარბიელოა. ძალადობის გამო დაისაჯა რამდენიმე მოძალადე ადამიანი და მოძალადეები იძულებულები არიან იფიქრონ რა მოყვება მათ ქმედებას, ასეც უნდა იყოს. ვფიქრობ, ასეთი ტრენინგებით აუმაღლდებათ ცნობიერების დონე ქალებს საკუთარი უფლებების შესახებ და უფრო მეტ ქალს გაუზიარებენ ინფორმაციას მათივე უფლებების დასაცავად“,-აღნიშნა ძარწემიდან დევნილმა, თეონა ჭოველუძემ.

ტრენინგი „ქალთა ფონდის” მხარდაჭერით “ქართული მედია ჯგუფის” ორგანიზებით ჩატარდა. ომგამოვლილ ქალებს სექტმბრამდე კიდევ ერთი ტრენინგი ჩაუტარდებათ. ამჯერად დევნილი და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ქალები ინტერნეტუსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.