სამოქალაქო ბიუჯეტის თემაზე გორში საინფორმაციო შეხვედრები მიმდინარეობს

სიახლეები
98 ნახვა

გორის მუნიციპალიტეტის მერიის სამოქალაქო ბიუჯეტის პროექტის ფარგლებში 2023 წლისათვის 3 000 000 ლარამდეა გამოყოფილი. ეს თანხა მუნიციპალიტეტში შემავალ 33 ადმინისტრაციული ერთეულში დაჯგუფებული 28 ზონას უნდა მოხმარდეს. ინფრასტრუქტურული, ახალგაზრდული, საგანმანათლებლო, სპორტული, კულტურული და სოციალური საპროექტო ინიციატივების წარდგენის უფლება აქვს გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეს 16 წლიდან.

ერთი საპროექტო ინიციატივის ღირებულება კი არანაკლებ 50 000 ლარია, რაც შეეხება თანხის მაქსიმალური ოდენობას, ქალაქის ზონებისთვის განისაზღვრება 130 000 ლარით, დანარჩენი ზონებისთვის 100 000 ლარის ოდენობით. აღნიშნული თემაზე მოქალაქეთა ინფორმირებულობის მიზნით გორის მუნიციპალიტეტში საინფორმაციო შეხვედრები მიმდინარეობს.

ორგანიზატორების ინფორმაციით, მოქალაქეთა ჩართულობის პრაქტიკის დანერგვისთვის აღნიშნული პროგრამის წარმატებით განხორციელება დემოკრატიული პროცესების განვითარების ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვანია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.