საოკუპაციო ხაზთან ადგილობრივები სოფლის ინტერნეტიზაციას ითხოვენ

სტატიები
116 ნახვა

ხაშურის მუნიციპალიტეტში ჩორჩანას მაცხოვრებლები სოფლის ინტერნეტიზაციას ითოვენ. ეს საკითხი მათ “ქართული მედია ჯგუფის” პროექტის მონაწილესთან საუბრისას დააყენეს. რუსუდან მინდიევმა ადგილობრივების სურვილი ჯერ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებს გაუზიარა, შემდეგ კი შიდა ქართლის გუბრნატორის მოადგილეს, სიმონ გულედანს, პირადად მიაწოდა ინფორმაცია.

“სოფელში ინტერნეტი არ არის, რამაც პრობლემა განსაკუთრებით პანდემიის დროს შეგვიქმნა, როცა ყველაფერი ონლაინზე გადავიდა. ეს ძალიან გვაფერხებს. მოგეხსენებათ, სოფელი საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს და ალბათ ამიტომ ვერ გადაწყდა ეს საკითხი. პრობლემაა ტელეფონით კომუნიკაციაც, ხშირად მობილურს მიღება არ აქვს. ტელეფონის ინტერნეტს თუ ჩავრთავთ ძალიან უჭირს მუშაობა”,- აღნიშნა რუსუდან მინიევმა.

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელი ჩორჩანა (წაღვლის თემი) ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს ესაზღვრება. ამ სოფელში მუდმივი მაცხოვრებელი სულ 15 ოჯახია.  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.