საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ყარაფილაში დასასვენებელი სკვერის მოწყობას ითხოვენ

სიახლეები
130 ნახვა

კასპის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ყარაფილაში ადგილობრივები სკვერის მოწყობას ითხოვენ, მოსახლეობა ამბობს, რომ ზაფხულის დადგომასთან ერთდ სოფელი ახალგაზრდებით ივსება, თავშეყრის ადგილი კი მათი თქმით მოუწესრიგებელია.

“სოფელში ვისაც გინდა ჰკითხოთ ახალგაზრდას თუ მოხუცს, ყველა ამბობს, რომ სოფელში დასასვენებელი სკვერი უნდა იყოს, რომელიც ადგილობრივების ერთგვარი თავშეყრის ადგილი იქნება. სოფელში მოეწყო გარკვეული ინფრასტრუქტურა, ხალხი კმაყოფილია, მაგრამ კარგი იქნება თუ ამაზეც იზრუნებს ადგილობრივი ხელისუფლება და სოფელში პატარა სკვერი გვექნება, საჭიროებების კვლევის შედეგად, ეს საკითხი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთანაც გამართულ შეხვედრაზეც გავაჟღერე, რომელიც ჩვენი პროექტის ფარგლებში შედგა,”- ამბობს ფემინისტური მოძრაობის წევრი ნანა თოგოშვილი

სოფელი ყარაფილა კოდისწყაროს ადმინისტრაციულ ერთეულში შედის, სადაც 45 ოჯახი ცხოვრობს, სოფელი ეთნიკური ოსებითა და ქართველებით არის დასახლებული, მოსახლეობის  ნაწილმა კი სოფელი 90-იან წლებში დატოვა, მათი ნაწილი თბილისში, ზოგიერთი კი რუსეთში წავიდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.