საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში მცხოვრები 3 შვილის დედა დახმარებას ითხოვს

სტატიები
112 ნახვა

კასპის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ საკორინთლოში მცხოვრები მარტოხელა დედა დახმარებას ითოვს. თინა ფსუტურს სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, მათი შემოსავალი სოციალური შემწეობა და მარჩენალდაკარგულთათვის განკუთვნილი დახმარებაა. მარტოხელა დედას GMG-ს ფემინისტური მოძრაობის წარმომადგენელი, მაია ჯორბენაძე ესაუბრა.

“მარტოხელა დედის, თინა ფსუტურის შემოსავალი სოციალური შემწეობა და მარჩენალთაკარგულისთვის გამოყოფილი დახმარებაა, რომელიც  საკვები პროდუქტების შესაძენათაც არ არის საკმარისი, მათ უკიდურეს გაჭირვებაში უწევთ ცხოვრება, იმისთვის, რომ თავი ირჩინონ. შვილებთან ერთდ მას  ხშირად მძიმე სამუშაოების შესრულება უწევთ, ბაღების დამუშავება და ა. შ უსახსრობის გამო დაკარგა ერთი შვილი, მეუღლემ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ჩემს კითვაზე – რა არის თქვენთვის მთავრი, თინა ფსუტურმა მიპასუხა, რომ “შვილების ბედნიერება”,-ამბობს მაიკო ჯორბენაძე.

თინა ფსუტური სოფლის მთავარ პრობლემად საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ქალების უმუშევრობას ასახელებს.

“თინა მომიყვა, რომ ზამთრისთვის გასათბობად შეშის შეგროვება შვილებთან ერთდ უწევს, რაც ფიზიკურ დატვირთვასთან არის დაკავშირებული. მისი თქმით, სამუშაო რომ ჰქონდეს, ასე არ იწვალებდა და შვილებს სხვანაირად არჩენდა. ამბობს, რომ, შვილებისთვის ის დედაც არის და მამაც,”-ამბობს მაია ჯორბენაძე.

სოფლად მცხოვები ქალების საჭიროებებს “ქართული მედის ჯგუფის” პროექტის მონაწილები შიდა ქართლის 15 სოფელში იკვლევენ. გამოვლენილი პრობლემების ადვოკატირებას კი ხელისუფლებასთან შეხვედრებისას ახდენენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.