საოკუპაციო ხაზთან მიწების დამუშავებას სარწყავი წყლის პრობლემაც ართულებს – მოსახლეობა

სტატიები
127 ნახვა

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კოდისწყაროს ადმინსიტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში – ყარაფილში, კოდისწყაროში, სარიბალსა და ზარდიანთკარში ადგილობრივები სარწყავი წყლის პრობლემაზე საუბრობენ.

“გაზაფხულის დადგომასთნ ერთდ იწყება ჩვენი პრობლემაც, რომელიც სარწყავ წყალთან არის დაკავშირებული, ვერ ვრწყავთ ბაღებს, ხე-ხილს, არა და სოფელში სხვა რა უნდა აკეთოს ადამიანმა , დასაქმება აქ არ არის და არაფერი”,-ამბობენ ადგილობრივები

კოდისწყაროს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი  სოფლები საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს, რომლებიც სწორედ ოკუპირებული ტერიტორიებიდან ირწყვებოდა, კასპის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი გია გოჭოშვილი ადასტურებს, რომ სარწყავი წყლის პრობლემა ნამდვილდ დგას აღნშნულ სოფლებში, თუმცა საკითხის გადაწყვეტაზე საუბარი უჭირს.

“სარწყავი წყლის პრობლემა სოფელ კოდისწყაროში, ყარაფილაში, სარიბალში და ზარდიანთკარში ნამდვილად არის, არხები მოქცეულია ოკუპიორებულ რეგიონში. რადგან ჩვენი იურისდიქცია იქ არ ვრცელდება, ვერ ხერხდება ამ არხების მოვლა-პატრონობა, ამიტომ ამორტიზირებულია. თუმცა ეს სოფლები მარაგდებოდნენ სარწყავი წყლით ნადარბაზვეის ტბიდან, ტბის შევსება ხდებოდა წყლით, რომელიც ჯერ ოსურ მერე კი ქართულ სოფლებს გამოივლიდა, ეს იყო ტირიფონის არხი, ჩამოივლიდა ხურვალეთამდე, საიდანც ხდებოდა წყლის ამოქაჩვა და შემდეგ ნადარბაზევის ტბის შევსება, კრიზისულ თვეებში კი ამ ტბით მრაგდებოდნენ სოფლები“, -ამბობს ის.

2012-2013 წლებში გაეროს დახმარებით ამ სოფლებში ჭაბურღილები მოეწყო, თუმცა წყლები სამელად გამოიყენებოდა, ჭარბურღილებს სარწყავ წყლად კი მოსახლეობა მას ვერ იყენებდა. 2020 წელს, მუნიციპალური განვითარების ფონდიდან მოეწყო ჭაბურღილები კოდისწყაროში და ყარაფილაში, გაკეთდა ინდივიდუალური ონკანები, თუმცა საკითხი აღნიშნულ სოფლებში სარწყავი წყლის პრობლემა კვლავაც აქტუალურია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.