საოკუპაციო ხაზთან ქალები სტრესულ გარემოში ცხოვრობენ – როგორ შევცვლით ამას?

ბლოგი
80 ნახვა

‘’ქალთა ფონდი საქართველოში“-ს მხარდაჭერით ხაშურის მუნიციპალიტეტში განვახორციელეთ პროექტი  – “ძლიერი ქალი – მშვიდობის ელჩი კონფლიქტის ზონაში“, სადაც ძირითადი ბენეფიციარები იყვნენ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ქალები. პროექტის განხორციელებისას მათში უდიდესი პოტენციალი აღმოვაჩინეთ, რამაც მოგვცა მოტავიაცია, გაგვეგრძელებინა მათთან ურთიერთობა. მათი უნარები, შესაძლებლობები და ის სამეურნეო ცოდნა, რომელიც წლების მანძილზე დააგროვეს. ეს ყველაფერი იძლევა საშუალებას, რომ სოფლად შეიქმნას ისეთი გარემო, სადაც ადამინი რეალიზებულად იგრძნობს თავს.

ხშირად დავდიოდით საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში –  წაღვლში და ჩორჩანაში.. მოვიკვლიეთ ქალების და ახალგაზრდების საჭიროებები, გამოწვევები. გავარკვიეთ, რომ საჩუქრად ქონდათ გადაცემული საკერავი მანქანები, რომლიც მოხმარების წესიც არ იცოდნენ.. ვითხოვეთ მხარდაჭერა და ჩავუტარეთ მასტერკლასები. ასე დავამეგობეთ ხელსაქმის მოყვარული ქალები და შემდეგ ხშირი კომუნიკაციით და მეგობრობით ახალ- ახალი იდეები გაჩნდა. ერთად მოვაწყვეთ ფესტივალი ჩორჩანაში, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლები და მოსახლეობა მივიწვიეთ. ამ აქტივობამ გააჩინა სურვილი, რომ უფრო ფართო საზოგადოებისთვის გაგვეცნო  სოფლად მცხოვრები ქალები – საინტერესო ისტორიებით და შესაძლებლობებით.

ამჟამად მათ გარშემო სტრესული გარემოა. ამიტომ საჭიროა გარემო უკეთესობისაკენ შევცვალოთ..

როგორ შევძლებთ ამას?

 სოფლად მცხოვრები ქალებისათვის აუცილებელია, რომ ისეთი საქმიანობის განვითარებაში  მივეხმაროთ, რისი გაკეთებაც მათ კარგად იციან – მაგალითად, აწარმოებენ პროდუქციას და არ იციან როგორ შეფუთონ და მარკეტინგულად  მომგენიანად აქციონ  რასაც აწარმოებენ: რძის ნაწარმი თუ ტყეში მოპოვებული კენკრა, სოკო, ჯონჯოლი, თაფლი, მურაბა, ყვავილები… ასევე ხელსაქმე, რაც საკმაოდ კარგად იციან – ჩვენ კი ვასწავლოთ, როგორ აქციონ პროდუქტად და სად გაყიდონ მათივე ხელით შექმნილი ნაწარმი.

მე და ჩემს მეგობრებს გვაქვს გარკვეული ცოდნა და გამოცდილება და ვცდილობთ გავუზიაროთ სოფლად მცხოვრებ ქალებს, ვურჩევთ იპოვონ საკუთარ თავში  ძალა, ყოველდღიური საქმიანობა აქციონ შემოსავლის წყაროდ,  სწორად წარმართონ  საკუთარი შესაძლებლობები, იცოდნენ რა უფლება აქვთ კონსტიტუციით მინიჭებული, საჭიროების შემთხვევაში ვის მიმართონ – ადგილობრივ ხელისუფლებას? თუ დონორ ორგანიზაციებს?

 ასევე, როგორ განავითარონ სოფელი – ადგილზე მოიკლვლიონ ადამიანური რესურსი, გააკეთონ აღწერა სოფლად ისტორიული ძეგლების, ავთენტური მასალების, გამართონ ტრადიციული ფესტივალი-ძველი ნივთების, ნაკეთობების, საკვები პროდუქტების და ა.შ.

 ჩვენ მოქმედი ორგანიზაციების დახმარებით ვიწვევთ მათ ტრენინგებზე(ხშირად ონლაინ), სადაც სხვადასხვა კუთხით უტარდებათ ლექცია-სემინარები, ვუყვებით წარმატებულ ისტორიებს, ვაცნობთ გამოჩენილი ქალების ცხოვრებას, რათა მათაც მიეცეთ მოტივაცია, გაძლიერდნენ ეკონომიურად, იზრუნონ ჯანმრთელობაზე, შვილების განათლებაზე,  აქციონ შემოსავლი წყაროდ ის, რასაც აკეთებენ ყოველდღიურად..

 ასე მოხდა მაგალითად, ქეთევან გიგოლაშვილის შემთხვევაში. ქეთი ისტორიულ სოფელ წრომში ცხოვრობს და ჩვენი პროექტის მონაწილე იყო.. მოსმენილმა ამბებმა, წარმატების ისტორიებმა, ჩვენმა რჩევებმა და შექებამ, გაუჩინა მოტივაცია და ის სიმორცხვე, თუ თავდაუჯერებლობა მალევე მოეხსნა. გამოფენაში მივიწვიეთ და  მიიღო მონაწილეობა, შემდეგ სოციალურ ქსელში გვერდი გახსნა, სადაც თავის ნამუშევრებს ავრცელებდა და ჩვენ ვაზიარებდით და უამრავმა ადამიანმა გაიგო და ნახა მისი ხელნაკეთები.. მოუწონეს, შეიძინეს, საზღვარგარეთაც კი გავაგზავნეთ მისი ორიგინალური ნამუშევრები. ასე დაიწყო ფიქრი, პროგრამის, “აწარმოე საქართველოში” მონაწილე გამხდარიყო. ფიქრი საქმედ იქცა, და ქეთი პროგრამის გამარჯვებულია.

მიხარია, რომ ქეთის სახით რეალიზებული ქალი გვყავს სოფელში, რომელიც თავის მეგობრებს, მეზობლებს, თანასოფლელებს გაუზიარებს საკუთარ ისტორიას და გამოცდილებას. ამით კი დაეხმარება თემში მცხოვრებ ქალებს გაძლიერდნენ და შესაძლებლობები შემოსავლის წყაროდ აქციონ!

მე ვეთანხმები მოსაზრებას, რომ “ძლიერი ქალი – ძლიერი ქვეყნის გარანტია”, მივცეთ ნიჭს გზა ფართო!

მაკა დედებულიძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.