სევდიან ქალებს ვხატავ, ტკივილები ქმნიან ჩემს ხელოვნებას -18 წლის თამარ ყიფიანი ზღუდერიდნ

ბლოგი
108 ნახვა

ხატვა ჩემთან ერთად დაიბადა, იზრდებოდა და ამს ყოველთვის ვგრძნობდი,ამას ყველს და ყველაფეს ვაგრძნობინებდი, განსაკუთრებით კედლებს, ჩემში მხატვარი საზოგადოებამ აღმოაჩინა, მე კი ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე ჩემთვის „მხატვარი“ ეწოდებინათ.

თამარ ყიფიანი

ეს ტიტული თითქოს ხელშეუხებელი და მიუწვდომელი იყო, თანაც ძალიან საპასუხისმგებლო… თუმცა, ხელოვნების სიყვარული მაიძულებდა მეხატა, ხელოვნება ჩემში წარმოშობდა ახლ ქმნილებებს, რომელშიც ყოველთვის საკუთარ სუხლს ვხედავდი.

პირველად კონკურსში 13 წლისამ მივიღე მონაწილეობა, შემდეგ ჩემი ნახატებით დაინტერესდნენ და მქონდა გამოფენა. 2018 წელს შევქმენი ნახატები საკონკურსოდ თემაზე „გაყინული ემოცია“, რომელმაც პირველი ადგილი მოიპოვა და თბილისში სამეცნიერო ბიბლიოთეკაში პერსონალური გამოფენის შანსი მომაპოვებინა. აგრეთვე ვმონაწილეობდი კონკურსში „ახალგაზრდა ხელოვანი“და ჩემი ნამუშევრები სამაგიდო კალენდრის ყდაზე დაიბეჭდა. წერაც ძალიან მიყვარს, ვწერ მინიატურებს, ჩემი ერთ-ერთი ნოველა „ახალგაზრდა ხელოვანის“ წიგნში დაიბეჭდა.

ჩემი მუზა ადამიანია, ამიტომ მთელი ყურადღება ადაიანისკენ მაქვს მიმართული. მიზიდავს არასტანდარტული გარეგნობა და ინდივიდუალური პერსონაჟები. ცხოვრების მანძლზე საკუთარ თავში ჩვენ ვქმნით პერსონაჟებს და ხშირათ მათ როლებსაც ვირგებთ, ვთამაშობთ ჩვენს გამოგონილ პერსონაჟებს. ღრმა ადამიანები საინტერესო ისტორიებით, საკუთარი პერსონაჟებით მკვებავენ როგორც ხელოვანს... ბუნებას რაც შეეხება, მის გარეშე გამოვიფიტებოდი, რადგან ყველაზე დიდი ხელოვნება ბუნებაა, ყველა ადამიანი კი თავისთავდ ბუნების ნაწილია, როცა შენს ნაწილს შორდები, ითრგუნები და სუსტდები, ამიტომ მე სულ ბუნებასთან ახლოს დავრჩები. ხელოვანი ხელოვნებას ვერ აკონტროლებს! ხელსაყრელი პირობებიც რომ არ იყოს, ხელოვანი მაინც შექმნის, რადგან ეს სიევე განუყოფელია, როგორც სუნთქვა, მაგრამ მოტივაციას მაინც უხშობს ღარიბი ქვეყანა ახალგაზრდას, რომელსაც განვითარება სურს.

რუსუდან ფეტვიაშვილი, ეთერ ჭკადუა, გურამ დოლენჯაშვილი, თითოეული მათგანი ჩემთვის ინდივიდუალიზმთან ასოცირდება. რამდენჯერაც უნდა ვნახო მათი ნამუშევრები, ყოველთვის სასიამოვნო გაოცებული ვრჩები, ახალი ფერების, დეტალების და ემოციის აღმოჩენით. როდესაც პატარა ვიყავი, ვოცნებობდი, მათ მსგავსად მეხატა, მაგრამ თანდათან გავაანალიზე, რომ ნამდვილი შემოქმედი სხვას არ უნდა ჰგავდეს, ვინც ხვას ჰგავს ის ყალბია. ხელოვანი ხელოვნებაში საკუთარ სულს დებს. სული კი ყველას სხვადასხვანაირი აქვს.

მიზიდავს კარავაჯოსა და მიქელანჯელოს შემოქმედება, კარავაჯოს მიერ გადმოცემული თითოეული ემოცია იმდენად გადამდებია, რომ შეუძლებელია ვერ იგძნო, თუნდაც დახატვიდან მრავალი წლის შემდეგ… მიქელანჯელოს შემოქმედება კი ჩემვის ადამიანის შესაძლებლობების უნიკალური გამოვლინებაა. რომელსაც შეუძლია უსიცოცხლოდ სიცოცხლე შექმნას.

ძირითადად სევდიან ქალებს ვხატავ. მათ ემოციებს.. თითოეული მე მეკუთვნის, რადგან ადამიანი ვარ. თითოეული ემოცია ჩემი ემოცია სხვასაც ეკუთვნის, რადგან ისინიც ადამიანები არიან, ამიტომ გადმოვცემ იმას რაც ყველას ოდისმე განგვიცდია და ერთმანეთთან გვაკავშირებს… პირადად მე უზომოდ ემოციური ვარ, იმასაც ვგრნობ, რაც წესით სხვისი ტკივილი უნდა იყოს, მაგრამ მე ყველა ტკივლს ჩუმად გულით დავატარებ. ტკივილები ქმნიან ჩემს ხელოვნებას.

ადამიანს ყველაფერი შეუძლია პერსონალური წარმოსახვის ფარგლებში. მთავრია, საკუთარმა თავმა არ დაგაჯეროს, რომ რამე არ შეგიძლია… სანამ საკუთარი შესაძლებლობების გწამს, ყველაფერი შეგიძლია, მაგრამ როდესაც ადამიანები გაჯერებენ, შენც იჯერებ, სრულიად უძლური ხდები და შესაძლებელიც კი შეუძლებელი გეჩვენება.

უამრავი ადამიანი დაიღუპა და ეს არ არის უბრალოდ რიცხვები, ისინი ჩემთვის არიან ადამიანები დიდი ისტორიებით და შეწყვეტილი სიცოცხლით… ჩვენ კი უფრო დავშორდით ერთმანეთს, მე ვეღარ ვხედავ ქუჩაში სახეებს… ქუჩაში გასვლა ახლა უფრო საშიშია, ტექნოლოგიებმა შექმნა ახალი მინიატურული სამყარო, სადაც ყველაფერი „ერთი ფანჯრიდან“ ჩანს… ვირტუალური სამყარო მრთგუნავს, ის მაჩვენებს ყველაფერს შელამაზებულს ან გაზვიადებულს, მაგრამ არა – რალურს, მე კი რეალობა, სინამდვილე მჭირდება, რადგან არ მიყვარს ყალბი ემოციები და მკლავს სიყალბე.

სამომავლო გეგმები არ მაქვს, მე არ ვცხოვრობ წარსულით ან მომავლით, მე მაქვს მხოლოდ ახლანდელი დრო, რომელსაც ვიყენებ ან ვფლანგავ

ჩავაბარე ფსიქოლოგიურზე და უზომოდ მინდა დავეხმარო ადამიანებს ბრძოლაში საკუთარ თავთან, მენტალურ ომში.     

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.