სექსუალური შევიწროების ფაქტები საჯარო სამსახურებში – კვლევის შედეგები კანონის ფონზე

სიახლეები
106 ნახვა

2019 წლიდან, საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედების მიუხედავად, საქართველოში სექსუალური შევიწროების ფაქტები მაინც ფიქსირდება. პრობლემა ვერ აღმოიფხვრა ვერც საჯარო სამსახურებში. კვლევა, რომელიც ამ საკითხის შესწავლის მიზნით კანონის ამოქმედების შემდეგ ჩატარდა აშკარას ხდის, რომ სექსუალური შევიწროების შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების დონე ისევ დაბალია. მსხვერპლები ძირითადად დაბალ პოზიციებზე ან სტაჟიორად მომუშავე, ახალგაზრდა გოგონები ან ქმარგაცილებული ქალები არიან, შემვიწროვებლები ძირითადად ხელმძღვანელი კაცები.

ჟურნალისტმა ნინო ჩიბჩიურმა ამ თემაზე ვიზუალიზაცია მოამზადა, სადაც ერთ-ერთ გამოსავლის საშუალებად კანონის გამკაცრებას ასახელებს. მისი ინფორმაციით, ევროპის არაერთ ქვეყანაში სექსუალური შევიწროება პატიმრობით ისჯება, საქართველოში კი შემვიწროვებელს 300-1000-ლარამდე ჯარიმა ეკისრება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.