სოფლად მცხოვრები ქალები, ქარელის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებს შეხვდნენ

სიახლეები
116 ნახვა

კასპისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების შემდეგ, “ქართული მედია ჯგუფის” “ფემინისტური მოძრაობის” წარმომადგენლები ქარელის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანს “ფემინისტური მოძრაობის” ადგილობრივ ჯგუფსა და ხელისუფლებას შორის კონტაქტების დამყარება, ასევე თემში არსებული საკითხების ადვოკატირება წარმოადგენდა.

“ფემინისტური მოძრაობის” ქარელის ჯგუფში 4 სოფლის წარმომადგენელი ქალია ჩართული, რომლებიც ერთი თვის განმავლობაში ადგილობრივ ქალთა საჭიროებებს იკვლევდნენ. პრობლემური საკითხები, რაც მათ ხელისუფლებასთან შეხვედრისას გააჟრერეს სწორედ ამ გამოკითხვების შედეგად გამოკვეთეს.

ქარელის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ქალთა ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ მსგავსი სახის აქტივობებს მიესალმებიან და მზად არიან პროექტის დასრულების შემდეგაც გააგრძელდონ ურთიერთობა აღნიშნულ ჯგუფთან.

გადაცემა მომზადებულია “ქართული მედია ჯგუფის” პროექტის – “შიდა ქართლში ადგილობრივი ქალებისა და გოგონების, როგორც თემის ლიდერების გაძლიერება” ფარგლებში, რომლის მხარდამჭერია შვედური არასამთავრობო ორგანიზაცია, “სამოქალაქო უფლებადამცველები.” მასალის შინაარსზე პასუხისმგებლები არიან მხოლოდ ავტორები. მასში გამოთქმული ყველა მოსაზრება შესაძლოა არ ემთხვეოდეს CRD-ს ოფიციალურ პოზიციებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.