სოფლად მცხოვრები ქალები შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილეს შეხვდნენ

გალერეა
146 ნახვა

ქალები შიდა ქართლის 15 სოფლიდან სამხარეო ადმინისტრაციაში იმყოფებოდნენ. ისინი გუბერნატორის მოადგილეს, სიმონ გულედანს შეხვდნენ და თემში არსებული პრობლემური საკითხების გადაწყვეტაში შესაბამის უწყებებთან შუამდგომლობა სთხოვეს. მათ მიერ დასახელებული საჭიროებები ძირითადად წყლისა და სამედიცინო ცენტრის არარსებობას ეხებოდა.

მანამდე სოფლად მცხოვრები ქალები ქარელის, ხაშურის და კასპის თვითმმართველობების წარმომადგენლებს შეხვდნენ, სადაც იმ საკითხების ადვოკატირება მოახდინეს, რომლებიც მოსახლოებაში მათ მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად გამოიკვეთა.

მასალა მომზადებულია “ქართული მედია ჯგუფის” პროექტის – “შიდა ქართლში ადგილობრივი ქალებისა და გოგონების, როგორც თემის ლიდერების გაძლიერება” ფარგლებში, რომლის მხარდამჭერია შვედური არასამთავრობო ორგანიზაცია, “სამოქალაქო უფლებადამცველები.” მასალის შინაარსზე პასუხისმგებლები არიან მხოლოდ ავტორები. მასში გამოთქმული ყველა მოსაზრება შესაძლოა არ ემთხვეოდეს CRD-ს ოფიციალურ პოზიციებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.