სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს საკუთარ თავზე მეტი მუშაობა გვიწევს, რომ განვვითარდეთ – ელენე ფილიშვილი

ბლოგი
151 ნახვა

თანამედროვე პერიოდში სრულფასოვანი განათლების მიღება ბევრი ადამიანისთვის მნიშვნელოვანი პრობლემა და გამოწვევაა. ეს კი ორმაგად მძიმეა სოფლად მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, სადაც განათლების მიღებასთან დაკავშრებული სიძნელეები არსებობს. მე ელენე ფილიშვილი ვარ, 24 წლის. საკმაოდ რთული გზა გავიარე სრულფასოვანი განათლების მისაღებისთვის. დღეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტი ვარ და პარალელურად ბანკში ვმუშაობ.

მთელი ჩემი ბავშვობა და ცხოვრება დაკავშირებულია სოფელ კნოლევთან, ოჯახი ახლაც იქ მყავს. იქ დავდიოდი სკოლაში შესაბამისად, ჩემი მოგონებები და ისტორიაც ამ სოფლიდან იწყება. კნოლევში სწავლას აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები. აგვისტოს ომამდე კლასში 3 ბავშვი ვიყავით, შემდეგ 2 დავრჩით. ვფიქრობ, მცირერიცხოვანი კლასი რაღაც მხრივ კარგია. უფრო მეტად გაქვს პასუხისმგებლობა ყოველდღე მომზადებული მიხვიდე სკოლაში.

შედარებისთვის, ქალაქის სკოლებში ბავშვებს ორ კვირაში ერთხელ უწევთ გამოკითხვა, ამიტომ ყოველ დღე შეიძლება არ ჰქონდეთ გაკვეთილები მომზადებული. ჩვენ ყოველთვის, ყოველდღე, ყველა გაკვეთილი უნდა გვცოდნოდა. უარყოფითია ის რომ, როცა ბავშვი და სკოლის მოსწავლე ხარ, სწავლასთან ერთად გართობაც გინდა, თამაში, მეგობრებთან სიარული. სოფელში ამის შესაძლებლობა არ იყო, სულ რამდენიმე ბავშვი ვიყავით. ვფიქრობ, ქალაქში მცხოვრებ ბავშვებს უფრო მეტი შესაძლებლობები აქვთ, ვიდრე სოფელში მაცხოვრებლებს. თუნდაც რომელიმე წრეზე სიარული.. ჩვენთან არ იყო ამის შესაძლებლობა.

მახსოვს მე-2 კლასში ვიყავი, როდესაც 1 თვით სკოლაში გაიხსნა ცეკვის წრე, ძალიან მინდოდა ცეკავზე სიარული, იმ პერიოდში ყველას ძალიან გვიჭირდა, მაგრამ დედაჩემმა მაინც შემიყვანა ცეკვაზე და მახსოვს, რომ მთელ ხელფასს ცეკვაში იხდიდა. ეს პერიოდი სულ რაღაც ერთი ან ორი თვე გაგრძელდა. ცეკვის წრე ბავშვების არ ყოლის გამო მალე დაიხურა. ძალიან მწყდება გული, რომ ვერ ავისრულე ჩემი ოცნება და ვერ ვიარე ცეკვაზე. თუმცა არც ახლაა გვიან. ვფიქრობ, მომავალში მაინც შევძლებ ამის გაკეთებას. უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ჩვენს სოფელში არსებული სკოლა 9 კლასიანია და შემდეგ უკვე სხვა სოფლის სკოლაში უნდა გადახვიდე. ჩვენთვის ესაც პრობლემა იყო. გვიწევდა ზამთარში ფეხით სიარული, სკოლამდე და სკოლიდან სახლამდე. ეს ყველაფერი საკმაო დროსა და ენერგიას მოითხოვდა. არადა შეგეძლო ეს დრო და ენერგია სწავლისთვის და საკუთარი თავის განვითარებისთვის დაგეთმო. უნდა აღინიშნოს ისიც რომ, ვინც სოფელში ვცხოვრობთ, ეროვნული გამოცდებისთვის  მომზადებას კერძო რეპეტიტორთან ვიწყებთ ბოლო კლასში. ესეც პრობლემაა, რადგან ჩვენთან სოფელში არ არის შესაძლებლობა სასურველ საგანში მოემაზადო შენივე სოფელში. მე პირადად მიწევდა რამდენიმე საგნის მასწავლებელთან მევლო სხვა სოფელში. აბიტურიენტობის პერიოდიდან ყველაზე რთულად ეს მახსენდება. ვფიქრობ, სოფელში მცოხვრებ ბავშვებს უფრო მეტი რესურსის  გაღება უწევთ როგორც ფინანსური, ასევე დროის მხრივ.

სკოლის დამავრების შემდეგ ახალი ეტაპი დადგა ჩემს ცხოვრებაში. მიწევდა სოფლიდან წასვლა და ჩემი ოჯახისგან მოშორებით ცხოვრება, ეს ძალიან რთული იყო, ძალიან გამიჭირდა. მე-7 კლასიდან ვიცოდი სად მინოდა ჩაბარება და რატომ. ვფიქრობ, ამ გადაწყვეტილების მიღების დროს არავის ზეგავლენს ქვეშ არ ვყოფილვარ, რაც მინოდა და რაც მომწონდა ის ავირჩიე. ჩავაბრე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბიზნესის ადმინისტრირებს ფაკულტეტზე, 50%-იანი გრანტით. 3 წელი ვიყავი სახელმწიფო სტიპენდიანტი და ბაკალვრიატი დავამთავრე წითელ დიპლომზე. უნივერსიტეტის პირველი კურსი და განსაკუთრებით პირველი სემესტრი ძალიან გამიჭირდა. მგონია, რომ სოფელში და ქალაქში გაზრდილი ბავშვები მაინც განსხვადებიან, ჩემს შემთხევაში რაღაცნაირად დაკომპლექსებული  ვიყავი და უფრო მორიდებული, თითქოს მეშინოდა საკუთარი თავსი გამოხატვის. ქალაქის ბავშვები უფრო მეტად თამამები და გახსნილები იყვნენ. შემდეგ საკუთარ თავზე მუშაობამ უფრო მეტად თავდაჯერებული გამხადა. ჩემს ამ კომპლექსს სოფელში გაზრდას ვუკავშირებ. სოფლის ბავშვები უფრო მეტად თავშეკავებულები, მორიდებულები, გაწონასწორებულები არიან. ამიტომ საჭიროა საკუთარ თავზე მუშაობა, რადგან ეს ერთი შეხედვით, დადებითი თვისებები შენს განვითარებაზე უარყოფითად არ აისახოს.

ჩემი ოცნებაა საკმარისი განათლებისა და გამოცდილების დაგროვების შემდეგ მქონდეს საკუთარი ბიზნესი, მცირე, მაგრამ არ ვიყო სხვის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომელი. ესაა ჩემი მიზანი. დიდი სიამოვნებით დავბრუნდნებოდი და ვიცხოვრებდი სოფელში, განვითარების შესაძლებლობა რომ იყოს, საკუთარი საქმინობის კეთების და შემოსავლის მიღების შესაძლებლობა. სოფელში ახალგაზრდებისთვის არანაირი პერსპექტივა არაა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.