“უკრაინელების ტკივილი ყველაზე მეტად გვესმის” – 2008 წელს, ლიახვის ხეობიდან დევნილები

სტატიები
82 ნახვა

უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს, საქართველოში იძულებით გადადგილებული პირები ეხმაურებიან. ქალები, რომლებსაც რუსეთ-საქართველოს შეიარარებული კონფლიქტის დროს, რუსული აგრესიის შედეგად მოუწიათ საკუთარი სახლების იძულებით მიტოვება , უკრაინელი ხალხის განცდებს იზიარებენ და ამბობენ, რომ 2008 წელს მათაც ანალოგიური ტკივილიანი დღეები გამოაირეს.

“პირველად საკუთრი სახლის დატოვება 90-იანი წლების შეარარებული კონფლიქტის დროს მომიწია, მეორედ უკვე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს. ვიცი რას გრძნობენ ახლა უკრაინელები, ადამიანები, რომლებსაც საკუთარი სახლების დატოვება უწევთ. მინდა მშვიდობა ვუსურვო მათ და სახლებში მალე დაბრუნება”,-ამბობს დევნილი დიდი ლიახვის ხეობიდან(აჩაბეთი) შორენა ჭოველიძე

2008 წლის აგვისტოს ომის სედეგად საკუთარ ქვეყანაში დევნილად 26 000 ადამიანი იქცა დევნილად. მათი ნაწილი შიდა ქართლში, სხვადასხვა დასახლებებში არიან გადანაწილებულები. თითოეულმა მათგანმა ცხოვრების ხელახლა დაწყება შეძლო და სჯერათ რომ ეს მათი დროებითი საცხოვრისია.

90-იანიწლებიდან მოყოლებული ჯერ ცხინვალიდან დევნილი ვარ, შემდეგ ვცხოვრობდი დიდ დაპატარა ლიახვის ხეობაში. ვცხოვრობდი კონფლიქტის ზონაში, სროლა და ტყვიების ცვენა, გაქცევა-გამოქცევა, შიში – ეს იყო ჩვენი ყოველდღიურობა. 2008 წლის ომმა ხომ საერთოდ ჩვენი სოფელი, შეიწირა. ხალხი, გადავურჩით დაბომბვებს, საკუთარ ქვეყანაში გავხდით დევნილები, ცხოვრება დავიწყეთ ნულიდან, ბევრი რამის გადატანა მოგვიწია. იყო გაურკვევლობა, უიმედობა. ძალიან კარგად მესმის უკრაინელი ხალხის, უდანაშაულო ხალხის, იღუპებიან ბავშვები, კარგავენ საცხოვრებლებს. აღფრთოვანებული ვარ უკრაინელებით, როგორ ერთ მუშტად არიან, როგორი შეუპოვრები არიან, მისაბაძი ხალხია, გამძლეობა, მხნეობა და მშვიდობა მინდა ვუსრვო მათ, არა ომს!”-ამბობს ალიონა ნუკრაძე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.