უკრაინისადმი სოლიდარობა სოფლად მცხოვრებმა ქალებმა ხელნაკეთი გულსაბნევებით გამოხატეს

სიახლეები
101 ნახვა

“ფონდი ტასო“ “ქალთა ეკონომიკური გაძლიერების” პროექტის ფარგლებში, სამიზნე სოფლებს სტუმრობს. სამუშაო შეხვედრა დღეს ერგნეთში გამართა, რომელსაც სოფელ ერგნეთსა და სოფელ ბროწლეთში მცხოვრები ქალები ესწრებოდნენ. ორგანიზატორთა განმარტებით, შეხვედრის მიზანს, პროექტის მონაწილეების უკეთ გაცნობა, პროექტის დეტალების განხილვა და ადგილობრივ დონეზე არსებული საჭიროებების გამოკვეთა წარმოადგენდა.

სოფლად მცხოვრებმა ქალებმა უკრაინაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით სოლიდარობა მათ მიერ შექმნილი ხელნაკეთი გულსაბნევებით გამოხატეს. შეხვედრის ბოლოს, ყველა მონაწილე ჩაერთო გლობალურ კამპანიაში #BreakTheBias#დაამსხვრიესტერეოტიპები, რომელიც ქალთა საერთაშორისო დღეს ეძღვნება

პროექტს “ფონდი ტასო“ გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით, შიდა ქართლის, სამეგრელოს, გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში ახორციელებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.