“უფლებადამცველთა პროექტებმა, სოფლის კრებებზე ქალთა ჩართულობა გაზარდა”

სტატიები
96 ნახვა

სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ხცისში, მიწობსა და კრისხევში მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა. ცნობილი გახდა, რომ სოფლის მოსახლეობის გადაწყვეტილებით, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება.

ხცისში გარე გამოყენების ტრენაჟორები დამონტაჟდება, კრისხევში წყლის სისტემა მოწესრიგდება, ხოლო ხცისში საბავშვო მოედანი მოეწყობა.

სოფელ ხცისში გამართულ დასახლების საერთო კრებას, “ქართული მედია ჯგუფის” ფემინისტური მოძრაობის წარმომადგენელი, მერი ქარელიშვილიც ესწრებოდა, რომელმაც სოფლისთვის საჭირო საკითხების განსახილველად სხვა ადგილობრივი ქალებიც მიიყვანა.

,,სწორედ  ახალგაზრდების და ქალების სურვილით/მოთხოვნით დაიგეგმა სფელში ბავშებისთვის  სათმაშო მოედნის მოწყობა, ჩვენს სოფელში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 16 ათასი ლარია გამოყოფილი“,-ამბობს მერი ქარელიშვილი

სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ნაწილისთვის უცნობი იყო, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილება მათაც შეუძლიათ. მათი თქმით, “ქართული მედია ჯგუფის”პროექტებმა, რომლებიც ქალებისთვის, ტრენინგებსა და სხვა საინტერესო აქტივობას გულისხმობდა, თემში ცნობიერების დონე გაზარდა და ქალებს გააქტიურების და ჩართულობის კუთხით, მეტი მოტივაცია შესძინა.

მასალა მომზადებულია “ქართული მედია ჯგუფის” პროექტის – “შიდა ქართლში ადგილობრივი ქალებისა და გოგონების, როგორც თემის ლიდერების გაძლიერება” ფარგლებში, რომლის მხარდამჭერია შვედური არასამთავრობო ორგანიზაცია, “სამოქალაქო უფლებადამცველები.” მასალის შინაარსზე პასუხისმგებლები არიან მხოლოდ ავტორები. მასში გამოთქმული ყველა მოსაზრება შესაძლოა არ ემთხვეოდეს CRD-ს ოფიციალურ პოზიციებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.