ფემინისტური მოძრაობა – შიდა ქართლში ომით დაზარალებული გოგონების და ქალების გაძლიერებისთვის

პროექტები
36 ნახვა

8 თვიანი პროექტი “ქალთა ფონდის” მიერაა მხარდაჭერილი, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის 10 თემში სოფლის პროგრამის ფარგლებში გაწერილი სამუშაოების მონიტორინგს გულისხმობს. სამუშაოების შესრულებას ადგილობრივი ქალები დააკვირდებიან. 

პროექტის შედგენამდე “ქართული მედია ჯგუფი” პერიოდულად ხვდებოდა ამ საკითხთან დაკავშირებით რეგიონში მცხოვრებ ქალებს, რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ მოსახლეობის ნაწილმა (განსაკუთრებით ქალებმა) არ იცის რაში (და)იხარჯება მათი სოფლისთვის გამოყოფილი თანხა. იდეა სწორედ სოფლად მცხოვრები ქალების გააქტიურებას და მათი ჩართულობისთვის ხელშეწყობას გულისხმობს.

მონიტორინგის ფარგლებში გათვალისწინებულია გადაცემების ადგილზე მომზადება, სადაც თავად პროექტის ბენეფიციარები მიიღებენ მონაწილეობას. მათი სახით, შიდა ქართლის ფემინისტურ მოძრაობას კიდევ 10 ქალი შეემატება:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.