ფემინისტური მოძრაობის წარმომადგენელი ქარელში ქალთა საჭიროებებს გაეცნო

სიახლეები
108 ნახვა

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კეხიჯვარში “ქართული მედია ჯგუფის” ფემინისტური მოძრაობის წევრი ლიკა(ლილი) თოთლაძე მუშაობს. GMG-ს პროექტის ფარგლებში ლიკა პერიოდულად ხვდება ადგილობრივ ქალებს და მათ საჭიროებებს ადგილზე ეცნობა. მოსახლეობა პრობლემურ საკითხებთან ერთად, სიახლეებზე, წარსულსა და მომავალზე საუბრობიან.

ლიკა ამბობს, რომ სოფლის მოსახლეობა  ძირითადად მცირე მეურნეობებით არიან დაკავებულები,სოფელში ფუნქციონირებს ქათმის ფერმა, სადაც დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლლესობა.(ახალგაზრდები, საშუალო ასაკის ქალები და კაცები). ეს კი სოფლისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროა.  “ძამას ხეობა“ ერთ-ერთ ტურისტულ მხარეს წარმოადგეს და აქ მაცხოვრებელთა აზრით, შესაძლებელია ამ მხრივაც განვითარება, სადაც ადგილობრივები მცირე ბიზნესის წამოწყებას შეძლებენ.

ჩემს სოფელში ბევრი პრობლემაა, თუმცა ძირითადად მოსახლეობის უმრავლესობამ შემდეგი საკითხები დაასახელა: სკვერი,რომელიც ამ ეტაპზე დაფინანსებულია და ველოდებით სამუშაო პროცესების დაწყებას.

მწოლიარე პატრული და ინტერნეტის პრობლემა.არსებულ საკითხებთან დაკავშირებით გვქონდა ონლაინ შეხვედრა ადგილობრივ ხელისუფლებასთან,მერის მოადგილესთან. პრობლემას წარმოადგენს სოფლის გარკვეულ მონაკვეთზე გზის და წყლის პრობლემაც. ხშირად იყო მოთხოვნა ახალგაზრდების მხრიდან სტადიონის,თუმცა ყოველთვის უარი იყო აღნიშნულ პროექტზე და მიზეზად შესაბამისი ადგილის არქონა სახელდებოდა, მაგრამ  სკვერის მოთხოვნა დაფინანსდა,რამაც დიდი სიხარული გამოიწვია ბავშვებში და ახალგაზრდებში.ჩემს სოფელშიც ექნებათ ბავშვებს გასართობი აღარ მოუწევთ მარტო საკუთარ ეზოებში ბურთით თამაში. დიდი ხნის მოთხოვნა დაკმაყოფილებულია და ველოდებით უკვე სამუშაო პროცესების განვითარებას და ბოლოს დასრულებულ პროექტს”,-ამბობს ლიკა თოთლაძე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.