ფემინისური მოძრაობის წევრები ხაშურში გენდერული საბჭოს სხდომას დაესწრნენ

სიახლეები
114 ნახვა

ხაშურში მუნიციპალიტეტის განახლებული გენდერული საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც მონაწილეობა საკრებულოს წევრებმა, მერიის თანამშრომლებმა, განათლების სფეროს წარმომადგენლებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები ესწრებოდნენ. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს “ქართული მედია ჯგუფის” პროექტის, “შიდა ქართლში სოფლად მცხოვრები გოგონებისა და ქალების, როგორც თემის ლიდერების გაძლიერბა” წარმომადგენლები. ისინი ხაშურში სპეციალურად სხდომაზე დასასწრებად მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლიდან დაესწრნენ.

სხდომაზე კენჭი უყარეს საბჭოს შემადგენლობას, რომლის შემადგენლობა 74 წევრამდე გაიზარდა.   

დამსწრე საზოგადოებას გენდერული თანასწორობის საბჭოს ახალი ხედვა  და 2022 წლის გეგმა წარუდგინა ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ამავე დროს, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო ლიპარტელიანმა.

საკრებულოს სოციალურ საკითთა კომისიის თავმჯდომარემ, თათია ბროლიძემ კი შეხვედრის მონაწილეებს, მუნიციპალიტეტში სოციალური მიმართულების პროგრამების სტატისტიკური კვლევა გააცნო გენდერულ ჭრილში.

ხოლო ხაშურის მერიის გენდერულ საკითხებზე პასუხისმგებელმა პირმა, ნინო სუხიაშვილმა გააკეთა პრეზენტაცია “საქართველოში გენდერული თანასწორობის” თემაზე.

შეხვედრა კითხვა-პასუხისა და დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა.

მასალა მომზადებულია “ქართული მედია ჯგუფის” პროექტის – “შიდა ქართლში ადგილობრივი ქალებისა და გოგონების, როგორც თემის ლიდერების გაძლიერება” ფარგლებში, რომლის მხარდამჭერია შვედური არასამთავრობო ორგანიზაცია, “სამოქალაქო უფლებადამცველები.” მასალის შინაარსზე პასუხისმგებლები არიან მხოლოდ ავტორები. მასში გამოთქმული ყველა მოსაზრება შესაძლოა არ ემთხვეოდეს CRD-ს ოფიციალურ პოზიციებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.